ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმოკლულთა ვინაობა ცნობილია - ნახეთ რა მოხდა საგარეჯოში

მოკლულთა ვინაობა ცნობილია – ნახეთ რა მოხდა საგარეჯოში

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში სისხლის კალო დაატრიალა. ორი აივნიდან უმისამართოდ დაიწყო სროლა. მოკლულია 5 ადამიანი და დაიჭრა 5 პირი. სპეცდანიშნულების გამოჩენის შემდეგ მან თავი მოიკლა. ერთ-ერთი მოკლული პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლია.

როგორც ჰყვებიან, ის ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, გულის არეში მოხვდა ტყვია და გარდაიცვალა.

გადარჩა ის ადამიანი, ვისაც ოთარ ღვინაშვილი გადაეფარა. ამჟამად პოლიციაში გამოკითხვაზეა ოქროს მოწმე, თავდამსხმელის ვაჟი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, მაგრამ გამოიქცა და მას ეზოში უკვე მოკლული ხალხი ნახა. ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

საგარეჯოში მოკლული ოთხივე პირის ვინაობა უკვე ცნობილია, ესენი არიან: დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი.

კიდევ ერთი დაღუპული არის პოლიციელი, რომელიც ადგილობრივს გადაეფარა.

დაღუპული პოლიციელი – ოთარ ღვინიაშვილი:

ზაქრო მათიაშვილი:

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!