ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარისახლი და დიზაინიხალიჩის დალაქავებული ზედაპირი ამ ტექნიკით ყველაზე უკეთ გაიწმინდება - ნახეთ ეს საოცარი...

ხალიჩის დალაქავებული ზედაპირი ამ ტექნიკით ყველაზე უკეთ გაიწმინდება – ნახეთ ეს საოცარი მეთოდი

amindi

მიუხედავად იმისა, რომ ხალიჩები მათი არაპრაქტიკულობის გამო თანდათან გადადის მოდიდან, ბინის ზოგიერთი მფლობელი ჯერ კიდევ ამშვენებს ამ დეკორაციით თავის მისაღებ ოთახს. შემდეგ კი თავს ძლივს იკავებენ, როდესაც მასზე ყავას, ალკოჰოლს ან სხვა ნებისმიერ ლაქას შეამჩნევენ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, იმპროვიზირებული საშუალებებით ხალიჩიდან ჭუჭყის მოსაშორებლად. ეს საშუალებები ყველა დიასახლისის სახლში მოიძებნება.

ბინძური ჯინსის ან კაბებისგან განსხვავებით, თქვენ არ შეგიძლიათ ხალიჩა სარეც მანქანაში გარეცხოთ. მაგრამ აქ მოცემულია მაგალითები, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ:

1. ყავის ლაქები

ყველაზე ხშირად, ხალიჩაზე სწორედ ყავა გვეღვრება, რადგან ჩვენი საყვარელი არომატული სასმელის დალევის სურვილი ხომ არა სამზარეულოში, არამედ მისაღებ ოთახში გვიჩნდება. თუ თქვენ ყავით სავსე ფინჯანი შემთხვევით იატაკზე დაგივარდათ, ნუ დაელოდებით, სანამ კრამიტი სითხეს შთანთქავს, არამედ დაუყოვნებლივ გამოიყენეთ შემდეგი საშუალება: აიღეთ მინის საწმენდი საშუალება და შეურიეთ წყალი 1:2-ზე პროპორციით. მიღებული ხსნარი მიაშხეფეთ ჭუჭყიან ადგილზე, დააფარეთ მსუბუქი ბამბის ქსოვილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი მაისური), შემდეგ კი ზემოდან უთო დაადეთ და მანამდე აუთოვეთ, სანამ ლაქა ხალიჩიდან ქსოვილზე არ გადმოვა. სხვათა შორის, ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ყავის ლაქებთან საბრძოლველად, არამედ ნებისმიერი სხვა მსუბუქი ლაქების წინააღმდეგაც.

2. ღვინის ლაქები

რაც უფრო დიდხანს რჩება ღვინო ხალიჩაზე, მით უფრო რთულია მისი მოშორება. ამიტომ, საჭიროა ოპერატიულად იმოქმედოთ და ფიქრისთვის დრო არ დაიტოვოთ. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა აიღოთ ქსოვილის ან ქაღალდის ხელსახოცი და ლაქაზე დააფინოთ, რათა სასმელმა ხალიჩაში ღრმად ჩაღწევა ვერ მოასწროს. შემდეგ ლაქაზე ღვინის გასაზავებლად ცოტაოდენი წყალი დაასხით და დაჭუჭყიანებულ ადგილს ხელსახოცი დააფარეთ, სანამ ხალიჩა არ გაშრება.

თუ ამ მოქმედებებმა არ დაგეხმარათ ლაქის სრულად მოშორებაში, გამოიყენეთ მარილი. ლაქას ბევრი მარილი დააყარეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. მარილი შეიწოვს სითხეს, რის წყალობითაც, ლაქა უკვალოდ გაქრება. ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხზვევაში მოქმედებს, თუ ლაქა ჯერ კიდევ ახალია. თუ მან უკვე მოასწრო გაშრობა, თავდაპირველად ხალიჩაზე წყალი დაასხით, და მხოლოდ ამის შემდეგ მოაყარეთ მარილი.

3. ცხოველის ბეწვი

თუ თქვენს ბინაში შინაური ცხოველები ცხოვრობენ, თქვენ კარგად გეცოდინებათ, რამდენად რთულია მათ ბეწვთან გამკლავება, რომელიც ბინის თითქმის ყველა კუთხეში გხვდებათ: პლედებზე, საწოლის თეთრეულზე, იატაკზე და, რა თქმა უნდა, ხალიჩებზე. მათ მოსაშორებლად განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, შეიარაღდით ჩვეულებრივი შუშის საწმენდით, რომელსაც რეზინის წინა ნაწილი აქვს. სტატიკური მუხტის წყალობით, იგი აგროვებს დაცვენილ ბეწვს ხალიჩის ზედაპირიდან.

4. ფუმფულა ხალიჩა 

ფუმფულა ხალიჩები ძალიან რბილი, ფაფუკი და მყუდროა, ამიტომ, ყველაზე ხშირად, ოთახის დასამშვენებლად სწორედ ასეთ ხალიჩას ირჩევენ. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი საშინლად არაპრაქტიკულია: მტვერსასრუტით ასეთი ხალიჩის დასუფთავება ნამდვილი ტანჯვაა, ძაფები მუდმივად იხლართება მტვერსასრუტის ჯაგრისზე და დრო და დრო იძურწება, რაც, ხალიჩის ზედაპირს სილამაზეს ნამდვილად არ სძენს. უმჯობესია საშველად არა მტვერსასრუტს, არამედ ტანსაცმლის წებოვან როლიკს მიმართთ. ჯერ ხალიჩის წინა მხარეზე უნდა გადაატაროთ როლიკი, შემდეგ კი გადააბრუნოთ იგი და არასწორი მხრიდან მტვერსასრუტით დაასუფთაოთ, რათა ბეწვის მთელი კვალი მთლიანად გაქრეს.

5. საღეჭი რეზინი

ბევრს ჰგონია, რომ ხალიჩის ზედაპირიდან საღეჭი რეზინის მოშორება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, ყავის ლაქის. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამაში რთული არც არაფერია. უბრალოდ მოათავსეთ დალაქავებულ ადგილზე ყინულის კუბი და 5-10 წუთით დაელოდეთ. სიცივის გავლენის გვეშ, საღეჭი რეზინი გამკვრივდება და მისი მოშორება ნებისმიერი ბასრი და მყარი ობიექტით ან თუნდაც ძველი პლასტიკური ბარათით იქნება შესაძლებელი.

6. სხვა ლაქები

თუ ხალიჩაზე სხვადასხვა წარმოშობის ლაქები შენიშნეთ, მათ წინააღმდეგ უნივერსალური საშუალება გამოიყენეთ. სპრეის ბოთლში შეურიეთ საკვები სოდა, ძმარი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება. მიღებული ნარევი შეანჯღრიეთ და შეაშხურეთ ლაქებზე. დაელოდეთ რამდენიმე წუთით, სანამ საშინაო საშუალება შეიწოვება და მოქმედებას დაიწყებს, ამის შემდეგ ხალიჩის დალაქავებული ადგილი სუფთა ჭურჭლის ღრუბლით გაწმინდეთ.

ლაქების მოსაშორებლად კიდევ ერთი ვარიანტი კარტოფილი გახლავთ. გათალეთ ბოსტნეული და რამდენიმე ცალი წვრილად გახეხეთ, წყალი დაასხით და ორი საათით გააჩერეთ. ამ დროის განმავლობაში კარტოფილი სახამებელს გამოყოფს, რაც ხალიჩის ზედაპირის გასაწმენდად არის საჭირო. სითხე უნდა გაწუროთ, თანაბრად გადაანაწილოთ ხალიჩის ზედაპირზე და უხეში ჯაგრისით გაწმინდეთ. მას შემდეგ, რაც ხალიჩა გაშრება, მტვერსასრუტით სპეციალური პირის მეშვეობით გაასუფთავეთ იგი.

ასეთი საშუალება მხოლოდ ღია ფერის ხალიჩის გასაწმენდად გამოიყენება. მუქი ფერის ეგზემპლარზე სახამებელი თეთრ ლაქებს დატოვებს, ამიტომ, უმჯობესია არ გარისკოთ.

7. გაბრტყელებული ადგილები

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ფუმფულა ხალიჩის მეპატრონეები ხვდებიან, ხალიჩაზე გაბრტყელებული ადგილებია. ჩვეულებრივ, იგი მძიმე ავეჯის შემდეგ ჩნდება, რომელიც ხალიჩის ზედაპირზე ძალიან დიდხანს იდგა. იმისთვის, რომ ხალიჩა მწყობრში მოიყვანოთ,  გამოიყენეთ ჩვეულებრივი ყინულის ნატეხი. მოათავსეთ იგი გაბრტყელებულ ადგილზე, დაელოდეთ 5 წუთით, შემდეგ კი სავარცხლით “დავარცხნეთ”. ამ მანიპულაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენიოთ ტანსაცმლის ჯაგრისი ან ძველი უსარგებლო კბილის ჯაგრისი.

საერთო წესები

  1. ხალიჩის გასუფთავება ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან მან შესაძლოა გახსნას წებო და ხალიჩის ზედაპირი გააფუჭოს.
  2. სპეციალისტები გირჩევთ ხალიჩა მხოლოდ ბეწვის წყობის მიმართულებით გაწმინდოთ, რომ ძაფები არ ამოძვრეს და ხალიჩის ზედაპირი არ დაზიანდეს.
  3. ყველაზე კარგად ახალი ლაქები იწმინდება, ამიტომ მათ გაწმენდას შემდეგისთვის ნუ გადადებთ. უმჯობესია გამოიყენოთ ზემოთხსენებული საშუალებები, როგორც კი ხალიჩას ხსნარს წაუსვამთ.
  4. იმისთვის, რომ ხალიჩას სისუფთავე შეუნარჩუნოთ, საჭიროა წელიწადში 3-4-ჯერ სველი დასუფთავება ჩაუტაროთ მას. ეს საკმარისი იქნება.
  5. უარი თქვით შესასვლელში ნათელი ფერის ხალიჩის დაგებაზე, ამ ოთახში ყველაზე მეტად მოძრაობს ხალხი, ამიტომ, ხალიჩის ზედაპირი პირვანდელ გარეგნობას მალევე კარგავს.
  6. ხალიჩის ზედაპირი კვირაში ორჯერ უნდა დაასუფთაოთ მტვერსასრუტით. არ დაგავიწყდეთ სპეციალური პირის გამოყენება.
  7. ხალიჩა მხოლოდ გამდინარ ბილიკზე უნდა გააშროთ, რათა იგი არ დეფორმირდეს. რაც შეეხება ღობეს, მან შესაძლოა ხალიჩა გააფუჭოს.
  8. არასოდეს დააგოთ ხალიჩა სველ იატაკზე, რადგან შესაძლოა მის ქვეშ ობი გაჩნდეს.
  9. თვეში რამდენჯერმე შეცვალეთ ხალიჩის მოზიცია, რომ მისი არ გაიცრიცოს.
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!