ვერძი
დღეს შესაძლოა, საინტერესო, გავლენიანი ადამიანების ყურადღება დაიმსახუროთ, რომლებიც სამომავლოდ თქვენი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან.
კურო
დღეს სიურპრიზების მიღების დღე გაქვთ, ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავზე არ იყოთ ორიენტირებული და ყურადღება საყვარელ ადამიანებსაც დაუთმოთ.
ტყუპები
დღეს ერთფეროვნებაზე ნამდვილად ვერ დაიჩივლებთ, საკმაოდ ფერადი დღეა, შესაძლოა, მიიღოთ სიურპრიზები, როგორც მატერიალური, ასევე სამყაროსგან გარკვეული გზავნილების სახით.
კირჩხიბი
პოზიტიური დღეა, მთავარია, იზრუნოთ საკუთარი განწყობის ამაღლებაზე, ახალი შესაძლებლობები და ახალი ნაცნობობა დღის აქტუალური თემაა.
ლომი
შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი გაექცეთ ყველას და ყველაფერს. ნუ იჩქარებთ, დაგეგმეთ პატარ-პატარა ცვლილებები, მოემზადეთ ხანმოკლე მოგზაურობისთვის.
ქალწული
მოუფრთხილდით თქვენს საფულეს, თუ გარკვეული დაბრკოლებები შეგექმნებათ, დახმარებისთვის სჯობს, მეგობრებს მიმართოთ.
სასწორი
იყავით აქტიური და ნუ მოდუნდებით, გამოხატეთ ინიციატივა, ხელმძღვანელობისგან შესაძლოა, შექება და ფინანსური ჯილდოც დაიმსახუროთ.
მორიელი
იყავით საქმეზე ორიენტირებული, და მეტი ყურადღება დაუთმეთ სხვების სურვილებს. საღამოს სასურველია, ივარჯიშოთ და დააბალანსოთ თქვენი ენერგია.
მშვილდოსანი
დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, სწორ კვებას, გადახედეთ თქვენს გეგმებს, შეიტანეთ მათში კორექცია.
თხის რქა
საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია, როგორც კარიერული, ასევე პირადი თემების დასალაგებლად. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და ეცადეთ, პატარა წინგადადგმული ნაბიჯებითაც მიიღოთ სიამოვნება.
მერწყული
ყურადღების ცენტრში ექცევით როგორც სამსახურში, ასევე სამეგობრო წრეშიც, თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის დრო დგება, გადახედეთ თქვენს სამომავლო გეგმებს, პირად ცხოვრებას.
თევზები
მოუსმინეთ თქვენს ბრწყინვალე ინტუიციას, მიენდეთ მას, მხოლოდ ნუ აჩქარდებით. ნაყოფიერია ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობა.