პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიშოკისმომგვრელი ინფორმაცია აფეთქება ახალქალაქში - არსებული ინფორმაციით, ქალს საჩუქრის ყუთით ასაფეთქებელი გაუგზავნეს

შოკისმომგვრელი ინფორმაცია აფეთქება ახალქალაქში – არსებული ინფორმაციით, ქალს საჩუქრის ყუთით ასაფეთქებელი გაუგზავნეს

amindi
ახალქალაქში ე.წ სამხედრო დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორპუსში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს, ინგა მაისურაძეს საჩუქარი გაუგზავნეს, რომელშიც როგორც მისი მეზობლები და ახლობლები აცხადებენ, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. სურიკ ღაზარიანი, რომელიც ინგა მაისურაძის სახლში მომხდარ აფეთქებას შეესწრო, ამბობს:

 

„სახლში ვიყავი, მე მეოთხეზე ვცხოვრობ, ეს გოგო მესამეზე. მეორე სართულზე მქონდა საქმე, სახლიდან რომ გამოვედი მაშინ აფეთქდა. უცბად ცეცხლი გაჩნდა, ამ დროს კარი გაიღო და ეს გოგო გამოვარდა ყვირილით. არ ვიცოდი რა მოხდა. მეზობლები გარეთ გამოვრბოდით, გაზი გვეგონა, მაგრამ ინგამ გვითხრა რომ გაზი არ არის, ეს ერთი აფეთქება იყო და მეტი არ იქნებაო. არ ვიცი რა იყო მაგრამ, რაღაც ძლიერი აფეთქდა, მე მის ზემოთ ვცხოვრობ და ჩემი სახლიც დაზიანდა“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“,- ამბობს სურიკ ღაზარიანი.

 

ინგა მაისურაძის ოჯახის ახლობელი და მეზობელი მალხაზ მაისურაძე ყვება, რომ აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეზობელმა ინგას სახლის კართან, სასაჩუქრე ყუთი შენიშნა, რომელიც მოგვიანებით მაისურაძემ სახლში შეიტანა. „ინგა ჩემთან შეიყვანეს სახლში, შეშინებული იყო დაზიანებები არ ჰქონდა. მეზობელს დაუნახავს, რომ კარებთან იდო საჩუქრის ყუთი, შამპანურები და ტორტი ყოფილა. ინგამ როგორც პოლიციელებს მოუყვა, ყუთი რომ გაუხსნია იქ ყოფილა კიდევ რაღაც შეხვეული. არ ვიცი რა იფიქრა, ვიღაცისთვის დაურეკავს შიგნით კიდევ მწვანე რაღაც დევსო. ეს ოთხში დასარეკად გასულა, ამ დროს სამზარეულოში აფეთქებულა“,- თქვა მალხაზ მაისურაძემ. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს, მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!