პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარირელიგიასამშობლოს მოღალატევ და რუსეთის მსახურო, მკვლელო პატრიარქო – რას წერს დეკანოზი ილია...

სამშობლოს მოღალატევ და რუსეთის მსახურო, მკვლელო პატრიარქო – რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქზე

amindi

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

“ჩვენო პატრიარქო, ერის “ბრძენო” და “მოსიყვარულე მამავ”, როგორ შეგიძლია ასე უსისხლოდ და ჩუმად უყურებდე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნელ მკვლელობას და მის მოსანახულებლადაც კი არ შეიწუხო თავი?!

” ერის სულიერო მამავ”, როგორ შეიძლება ასე ურეაქციოდ და ინფანტილურად დუმდე, როდესაც ქართველი ერის ნახევარი ამ ბოლო წლებში გაიქცა სამშობლოდან ევროპასა და ამერიკაში თავის გადასარჩენად და საქართველოში დარჩენილთაგან დიდი ნაწილიც იგივეს ფიქრობს და ემზადება?!
“ერის სულიერო მამავ”, როგორ შეიძლება ასე დუმდე და არაფერს იმჩნევდე იმ მორალურ და ადამიანურ ტრაგედიებზე, რაც ასე მომრავლდა საქართველოში უღირსი და მავნებელი ხელისუფლების წყალობით?!

რას ვერ ელევი?! სასახლეებს?! ოქრო-ვერცხლს და ფულს?! თუ ზუთხის ხინკლებს და სხვა “ნუგბარებს”, რაც ასე სამარცხვინოდ გიმონებს?! სიკვდილის წინ მაინც გაბედე და დადექი ქართველი ერის გვერდზე, საქართველოსთვის ერთხელ მაინც გასწირე თავი! ზვიად გამსახურდიას სისხლში ხარ გასვრილი და ზვიადის ათასობით მომხრის სისხლში, ჯაბას მეგობარო და მადიდებელო პატრიარქო, ვიცით ეს, შენი სასახლის მიმდებარედაც კი, მეტეხის ხიდზე იხვრიტებოდა ხალხი 1992 წლის 6 იანვარს, მაგრამ ხმა არ ამოგიღია მათ დასაცავად, არც შეგიმჩნევია, მაგრამ სააკაშვილის სისხლში მაინც ნუღა გაისვრი ხელს, იმ სააკაშვილის, რომელმაც სახელმწიფო დაცვა, ძვირფასი მანქანები, უამრავი მილიონი ლარი და ასობით ჰექტარი მიწა და უძრავი ქონება გიფეშქაშა, გაუმაძღარო ქედმაღალო და ბილწო პატრიარქო, უბედური და გასაცოდავებული საქართველოსი! ეს ბრიყვი და ბრმა ხალხი კი გყავს ოხრად რომ გადიდებენ, მაგრამ ეგეც დროებითია, ახალი თაობები ბევრად თავისუფალნი, კრიტიკებული და გონიერები მოდიან, ეგ შენი ნათლულები, პიარკამპანიისთვის და საკუთარი მადიდებლების არმიის გაზრდისთვის რომ დანათლე, აქაოდა ერს ვამრავლებო, ეგენი იქნებიან, შენ საფლავზე რომ დააფურთხებენ, “მაოხრებელო გზირო”, სამშობლოს მოღალატევ და რუსეთის მსახურო, მკვლელო პატრიარქო, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელო შიოლაშვილო!!!”, – წერს ილია ჭიღლაძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!