შაბათი, ნოემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს რომ არ...

ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება – შალვა პაპუაშვილი

„ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება - რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ ესწრება თბილისის საერთაშორისო კონფერენციას.

„გუშინაც ვთქვი, დღესაც გავიმეორებ: ჩვენი ამოცანა, მათ შორის, 12 პუნქტის ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაცია, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ვალდებულია, ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ხოლო რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს, ვინაიდან ეს რადიკალიზაცია სწორედ ამას იწვევს. იცით, რომ ამ კონფერენციაზე, მათ შორის, პანელზე, წარმოდგენილები არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე და მათ შორის, თქვენ, მოგიწოდებენ რომ დაყაროთ ხალხის მიერ თქვენთვის მონიჭებული მანდატები - ეს არის ტიპიური რადიკალური დღის წესრიგი და ტრიბუნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთვის მხოლოდ ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მივიღე მონაწილეობა, რომ ქართველი ხალხის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არის იმაში, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!