მთავარიახალი ამბებიუკრაინაში დაღუპული გელა გოგია სენაკში სამხედრო პატივით დაკრძალეს
თვითფრინავის ბილეთები

უკრაინაში დაღუპული გელა გოგია სენაკში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული 55 წლის გელა გოგია, სენაკში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი მის საკუთარ სახლში მიმდინარეობდა, სადაც მის ცხედარს მთელი დღის განმავლობაში პატივს მიაგებდნენ.

ცნობისთვის, გელა გოგიას ცხედარი სამშობლოში 3 სექტემბერს ჩამოასვენეს.

ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ, ალყაში მოხვედრისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

თეა შონია

მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით