ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები40 წლის შემდეგ შესრულებული პირობა - ვიტალი დარასელიას უზბეკი გულშემატკივარი ოკუპირებულ ოჩამჩირეში...

40 წლის შემდეგ შესრულებული პირობა – ვიტალი დარასელიას უზბეკი გულშემატკივარი ოკუპირებულ ოჩამჩირეში ჩავიდა

frenis kompensaciafrenis kompensacia

ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას გულშემატკივარმა, უზბეკმა უკტაშ აზიზოვმა ქალაქ შახრისაბზიდან 40 წლის წინ დადებული პირობა შეასრულა და ფეხბურთელის საფლავზე, ოკუპირებულ ოჩამჩირეში ჩავიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „აფსადგილ ინფო“ ავრცელებს.

აზიზოვი თბილისის „დინამოს“ დიდი გულშემატკივარი იყო, როგორც მან Ochamchira_inform-ს უთხრა, იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატებს, ვიტალი დარასელია კი, მისი კუმირი იყო.

„ბავშვივით ვტიროდი, მისი გარდაცვალების შესახებ რომ შევიტყვე, მე ხომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მომდევნო წელს, ის უეჭველად ოქროს ბურთის მფლობელი გახდებოდა. მისი დაკრძალვის დღეს, ჩემს თავს სიტყვა მივეცი, რომ აუცილებლად ჩავიდოდი მის საფლავზე ქალაქ ოჩამჩირეში და პატივს მივაგებდი დიდ ფეხბურთელს", - უთხრა გამოცემას აზიზოვმა.

ქართველი ფეხბურთელის, თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს, აფხაზეთში ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა.

1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში იგი ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

თეა შონია

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!