პარასკევი, აპრილი 18, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა
თვითფრინავის ბილეთები

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა

frenis kompensaciafrenis kompensacia
ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა

ის­ნის რა­ი­ონ­ში, ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­რულ­და და გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ნი­ლია.

თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ავ­ლაბ­რის მო­ედ­ნი­დან ლეხ კა­ჩინ­სკის ქუ­ჩამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთს ჩა­უ­ტარ­და.

დას­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე მე­რის მო­ად­გი­ლე­ებ­თან, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­თან და ან­დრია ბა­სი­ლა­ი­ას­თან ერ­თად გა­ეც­ნო.

„ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ყვე­ლას გვახ­სოვს, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, და­მონ­ტაჟ­და გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბი, ხოლო ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და ყვე­ლა კო­მუ­ნი­კა­ცია მი­წის ქვეშ მო­ექ­ცა. ასე­ვე, გან­თავ­სდა ნარ­ჩე­ნე­ბის მი­წის­ქვე­შა ურ­ნე­ბი. გა­მო­ი­ყო შე­სა­ბა­მი­სი სა­ავ­ტო­ბუსო ზო­ლე­ბი იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი იყოს ყვე­ლა­ზე სწრა­ფი. გარ­და ამი­სა, და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ავ­ლაბ­რის მო­ედ­ნის სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა, მეტ­რო­სად­გურ „ავ­ლაბ­რის“ ვეს­ტი­ბი­უ­ლის მო­წეს­რი­გე­ბი­თა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით. ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, გა­ნახ­ლდა და რე­ა­ბი­ლი­ტირ­და ავ­ლაბ­რი­სა და ერევ­ნის სკვე­რე­ბი – ჩა­ტარ­და გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მო­ე­წყო გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა და გან­თავ­სდა შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა“, – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ცნო­ბით, ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა და გა­ნახ­ლდა მი­წის­ქვე­შა და მი­წის­ზე­და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბი, მათ შო­რის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, წყა­ლა­რი­ნე­ბის და გაზ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბი; მო­ე­წყო სა­ნი­აღ­ვრე ქსე­ლი და და­მონ­ტაჟ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის LED სა­ნა­თე­ბი; ელექტრო­სა­დე­ნე­ბი მი­წის­ქვეშ გან­თავ­სდა და და­მონ­ტაჟ­და მი­წის­ქვე­შა ნა­გავ­შემ­კრე­ბი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი; მო­ე­წყო სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბი და გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე ას­ფალ­ტის სამ­ფე­ნი­ა­ნი სა­ფა­რი და­ი­გო.

გამ­ზირ­ზე ჩა­ტარ­და გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბიც. გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გა­მო­ი­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი ზოლი, მო­ე­წყო მო­საც­დე­ლე­ბი, ვე­ლო­ბი­ლი­კი, უსაფრ­თხო­ე­ბის კუნ­ძუ­ლე­ბი და ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი. გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ადაპ­ტირ­და შშმ პი­რე­ბის­თვის.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 8 500 000 ლა­რით და­ფი­ნანსდა.

კახა კა­ლა­ძეს­თან ერ­თად, ად­გილ­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი აბუ­თი­ძე, გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი პა­ა­ტა ტო­გო­ნი­ძე, ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ვიქ­ტორ ილო­სა­ნი, ასე­ვე, ის­ნის გამ­გე­ბე­ლი ნიკა ელი­საშ­ვი­ლი და რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი საკ­რე­ბუ­ლო­ში კახა ლა­ბუ­ჩი­ძე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით