ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები15 წლის გოგომ იმშობიარა და ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოაგდეს - ნახეთ რა...

15 წლის გოგომ იმშობიარა და ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოაგდეს – ნახეთ რა სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი საზარელ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. დედა, მამა და 15 წლის ქალიშვილი პოლიციამ ანტალიაში დააკავა. გამოძიებით ირკვევა, რომ მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ოჯახმა ახალშობილის თავიდან მოცილება გადაწყვიტა.

ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გადმოაგდეს ჩვილი კორპუსის მეხუთე სართულიდან. შემზარავი დანაშაული სავაჭრო ობიექტზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

საქმე იმდენად შოკისმომგვრელი და სენსიტიურია, რომ პროკურატურა დანაშაულის დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. ფაქტს აქტიურად აშუქებს თურქული მედია.

ადგილობრივი პრესა წერს, რომ მოზარდი სავარაუდოდ თავადაც ძალადობის მსხვერპლია.

გამოძიების კვალმა სამართალდამცველები ამავე კორპუსში მცხოვრებ ოჯახთან მიიყვანა. 60 წლამდე ცოლ-ქმარი იქ 15 წლის ქალიშვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მოზარდი და მისი მშობლები ცხელ კვალზე დააკავეს. სასამართლომ სამივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა. გავრცელდა ფრაგმენტი ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის ქართველი მოზარდის ჩვენებიდან.

ანტალიაში დაკავებულ მოზარდს ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. ჯერ უცნობია, რა მუხლით წარუდგინეს ბრალი გოგონას მშობლებს. ანტალიის პროკურატურა, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ვერსიასაც იძიებს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!