ორშაბათი, თებერვალი 6, 2023
ფრენები
მთავარირეცეპტიუუუუმაგრესი სომხური ქადა, რომლის გემოც შეუცვლელია - ნახეთ უმარტივესი რეცეპტი

უუუუმაგრესი სომხური ქადა, რომლის გემოც შეუცვლელია – ნახეთ უმარტივესი რეცეპტი

aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit
რეცეპტის აღწერა

სომხური ქადა ყველას გვიყვარს, მაგრამ სახლში ცოტანი თუ ვამზადებთ. მარიეტას მარტივი რეცეპტი ამ გემრიელ საქმეში დაგემხარებათ!

რეცეპტის ინგრედიენტები

600   გრამი მარგარინი

5   ჭიქა ფქვილი+რამდენსაც შეიზელს

2   ცალი კვერცხი

1   ჩ/კ სოდა ძმრით

1   შეკვრა ვანილი

12  ლიტრი მაწონი

3   ჭიქა შაქარი

რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

500 გრამი მარგარინი მოვათავსოთ თასში და დანით დავკეპოთ. შემდეგ მოვაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და ხელით მოვზილოთ.

2

დავამატოთ სოდიანი ძმარი, 1 ცალი კვერცხი, ნახევარი ლიტრა მაწონი და კვლავ მოვზილოთ.

3

შემდეგ ისევ დავამატოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, და მოვზილოთ ცომი. ცომი რამდენჯერმე გავაბრტყელოთ, რათა მარგარინი კარგად დაიშალოს. გადავახვიოთ და კვლავ გავაბრტყელოთ – ასე რამდენჯერმე მოვიქცეთ.

4

გულსართისათვის: 3 ჭიქა ფქვილი(600 გრამი) დავყაროთ ტაფაზე; დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე; დავამატოთ 3 ჭიქა შაქარი, 100 გრამი დაჭრილი მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი. ვურიოთ, რომ მარგარინი გადნეს და ბოლოს ეს მასა კარგად მოვშუშოთ.

5

ცომი კარგად გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ გულსართი. გადავახვიოთ რულეტივით, ოღონდ უფრო წვრილად. ბოლოს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქარი.

6

ვაცხოთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. გემრიელად მიირთვით!

Facebook კომენტარები
turebi iafadturebi iafad
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

ამერიკის ვიზა