ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ქეთა ბარამიძე მსახიობ თამარ მაყაშვილის რეპერტუარებიდან მოხსნას ეხმაურება და წერს:
„იმდენად გაოგნებული ვარ, მართლა არ ვიცი რა ვთქვა, ქალბატონი თამარ მაყაშვილის გამო ძალიან ვწუხვარ. მე ვფიქრობ, რომ ასე მწარედ დასჯას არ იმსახურებდა. ადამიანს არ უთქვამს ცუდად, უბრალოდ, სხვანაირად გამოუვიდა და სხვათაშორის, ბოდიშიც მოიხადა.
საზოგადოებისგან ასეთ გადავლას არ იმსახურებდა. ეს უნიჭიერესი არტისტი, მე ახლა დამაკავეს სპექტაკლში, სადაც თამარიც მონაწილეობდა, მაგრამ სამწუხაროდ…
დროებით თამრო გაუქმდა სპექტაკლიდან, აი უზომოდ მწყინს, რომ ასე გამძაფრდა ყველაფერი, მაგრამ მე ზუსტად ვიცი თამრომ რაც იგულისხმა და როგორ. ჩვენს საზოგადოებას თავი ისე გამოგვყავს, ვითომ მსგავსი არასდროს არავისთან გვითქვამს.
ჩაიხედეთ თქვენს გულებში. არ გეცოდებათ ეს ქალი, უბრალოდ, ასე რომ გაწირეთ? ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ადამიანები ერთ ფრაზას რომ არ პატიობენ ერთმანეთს, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად!!! მე ძალიან ნაწყენი ვარ მომხდარის გამო. არ იმსახურებდა ეს ქალი ამდენი ადამიანის ზიზღს! თამარ, მოკლედ, ძალიან მიყვარხარ და გაფასებ, არ იდარდო, გთხოვ.“