მთავარიახალი ამბები"მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა ....... "_ ნახეთ რა სასწაული ამბავია თბილისის...
თვითფრინავის ბილეთები

“მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა ……. “_ ნახეთ რა სასწაული ამბავია თბილისის მეტროში

frenis kompensaciafrenis kompensacia

ინტერნეტსივრცეში თბილისის მეტროში მომხდარი საოცარი ამბავი გავრცელდა. ეს ისტორია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს უანგარო სიკეთე:

 

.

 

„ესეც გუშინ იყო, მეტროთი რომ ვიმგზავრე „ვაგზლის მოედნიდან“ „ავლაბრამდე“.
ზურგსუკან საუბარმა მიმახედა. 

. 

– ორ საათამდე ამეებს ჩამოვარიგებ, მერე წამოგიყვან სკოლიდან ჭანიშვილების სახლში. იქ იმეცადინებ, ვიდრე მე დავალაგებ. იცოდე, არაფერს ხელს არ ახლებ. 

. 

დაბალ-დაბალი, მრგვალი ქალი იყო. 30-31 წლის იქნებოდა, ქერა, ნაცრისფერი თვალებით. ცალ ხელში უამრავი საოფისე კონვერტი ეჭირა, მეორეთი ცხრა-ათი წლის გოგო ბავშვს აკავებდა მოძრავ ვაგონში. 

. 

– თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი. ხვალ შენგელიების სახლს დავალაგებ, შაბათს სარეცხი და უბორკა მაქვს ნოზაძეებთან და კვირას გიყიდი ბაზრობაზე მათემატიკის წიგნს და „ფარმადეპოში“ ბებოს წამლებს… 

. 

ბავშვმა უხმოდ დაუქნია თავი და „კორსო იტალიას” რეკლამას გახედა. 

. 

მომეწურა, მომეწურა გული, რაღაც ცივი და მძიმე ჩამესხა. 

, 

შემდეგი სადგური „თავისუფლების მოედანიო“ უკვე ინგლისურადაც გამოგვიცხადა რადიომ, დედა-შვილმა კარისკენ გადმოინაცვლეს. უცებ ჩემს წინ, მარცხნიდან მარჯვნივ გაიარა მამაკაცის ხელმა, ბავშვი-გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა… 

. 

ეგ მერე ვნახე, ორი ცალი რომ იყო ოცლარიანი, მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა, დედას რომ მიაწოდა დაბნეულმა გოგომ ფული. 

. 

მეტროს მგზავრს თავადაც არ აქვს ხშირად ბევრი…
P.S. უშურველი კაცის ხელი არ დარჩება ცარიელიო…
არც დატოვო, ღმერთო!“

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით