ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიშვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს მეორე პლანზე და ამ მიმართულებიდან აშანტაჟებდნენ ადამიანს,...
spot_img

შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს მეორე პლანზე და ამ მიმართულებიდან აშანტაჟებდნენ ადამიანს, რომელიც ფაქტია, ვერ გაიცნეს – მამუკა მდინარაძე

frenis kompensaciafrenis kompensacia

„შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს მეორე პლანზე და ამ მიმართულებიდან აშანტაჟებდნენ ადამიანს, რომელიც ფაქტია, ვერ გაიცნეს. ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ფული კი არა, ამ ქვეყნისთვის საკუთარი თავი გაწირა, ახლა ცდილობენ, პოლიტიკაში შანტაჟით, ფულის დაკარგვით, დასანქცირებით დააბრუნონ იმისთვის, რომ შემდეგ ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩაერთოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ისინი აფრთხილებდნენ ივანიშვილს, რომ შეიძლება დაასანქცირონ თუ ომს არ დაიწყებს.

„ისინი აფრთხილებდნენ ივანიშვილს, რომ ხვალ შენ შეიძლება დაგასანქციროთ თუ ომს არ დაიწყებ, თუ არ ჩაერევი, თუ არ დაბრუნდები პოლიტიკაში. ეს არ იყო მხოლოდ უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან. ეს იყო სამწუხაროდ, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს და ამის გამეორება გვიწევდეს, სხვა მიმართულებიდანაც. შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს მეორე პლანზე და ამ მიმართულებიდან აშანტაჟებდნენ ადამიანს, რომელიც ვერ გაიცნეს, ფაქტია. ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ფული კი არა ამ ქვეყნისთვის საკუთარი თავი გაწირა, ახლა ცდილობენ, პოლიტიკაში შანტაჟით, ფულის დაკარგვით, დასანქცირებით დააბრუნონ იმისთვის, რომ შემდეგ ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. ამას რომ ვლაპარაკობთ, არგუმენტად გვეუბნებიან, ომი საიდან მოიტანეთ, ტყუილი ნარატივიაო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!