მთავარიახალი ამბებიშენგენის ზონაში საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებენ
თვითფრინავის ბილეთები

შენგენის ზონაში საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებენ

frenis kompensaciafrenis kompensacia

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, არ მიიღონ საქართველოს და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტები.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტები (პასპორტები) არ მიიღება ვიზის ასაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

„ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის პრაქტიკაზე ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის შესახებ.

ასევე რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მან 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობა ცნო“, – ნათქვამია დოკუმენტში.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით