პარასკევი, ნოემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ამ კადრის გადაღებამდე, ბატონმა თენგიზმა ორივეს ისეთი ფრაზა უთხრა, დაანგრიეს ცემით ერთმანეთი...“...

„ამ კადრის გადაღებამდე, ბატონმა თენგიზმა ორივეს ისეთი ფრაზა უთხრა, დაანგრიეს ცემით ერთმანეთი…“ – „გაულაწუნე“ ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს

5 წლის წინ, 2017 წლის 11 ოქტომბერს სამწუხარო ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა -  ქართველი კინოლეგენდა, ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე  თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. "მარიტა" აღმოჩნდა ის საბედისწერო როლი, რომელიც სამუდამოდ მასთან დარჩა.

„პრაიმ ტაიმმა“ „ნატვრის ხის“ გამორჩეულ პერსონაჟთან (გაულაწუნე) გოჩა აბაშიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. სადაც წაიკითხავთ აქამდე გაუხმაურებელ უცნობ ფაქტებს "ნატვრის ხის" გადაღების შესახებ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"მართლაც წარმოუდგენელი სილამაზე ჰქონდა, მე ვუყურებდი, როგორც ნახატს, ვერანაირად ვერ აღვიქვამდი, როგორც ნამდვილ ადამიანს.

არაამქვეყნიური გარეგნობა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ბევრი იყო შეყვარებული, ფილმში, ჩხუბის სცენა სადაც არის, გედიამ და შეთემ, კინაღამ მართლა დახოცეს ერთმანეთი.

ამ კადრის გადაღებამდე, ბ-ნმა თენგიზმა, ორივეს,  ერთი-ორი ისეთი ფრაზა უთხრა, დაანგრიეს ცემით ერთმანეთი, თუ არ ვცდები, ზედმეტი ანაზღაურების გარეშე (იცინის). ამიტომაც ძალიან რეალური, „ნატურალური“ კადრი გამოვიდა," - ამბობს აბაშიძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!