პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებითბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

aviabiletebiaviabiletebi

საქართველოში მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა დღეს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

შეკრებილებმა რუსეთის მხრიდან უკრაინის რეგიონებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო შეტევა კიდევ ერთხელ დაგმეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.

მათი თქმით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნეს აღიარებული.

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას დღეს პოლიტიკოსების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.

აქცია უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დასრულდა.

ორგანიზატორების განცხადებით, შემდეგი აქცია, თავისუფლების მოედანზე, უკრაინის დამცველების დღეს, 14 ოქტომბერს გაიმართება.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!