პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიშეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი - ნიკოლ ფაშინიანი

შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი – ნიკოლ ფაშინიანი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი, თუმცა ეს რიცხვი საბოლოო არ არის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი დადასტურებული მსხვერპლთა რაოდენობა 135-ს შეადგენს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის. ბევრი დაშავებულია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები მოხდა. მხარეები დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!