ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიუკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია - რომის პაპი

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია. ინფორმაციას ამოს შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ იგი მიიღება მორალის პირობებში. თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერი ქმედება, არამედ სამშობლოს სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც თავს არ იცავს, ვინც არაფერს იცავს, მას არ უყვარს. ვინც რაღაცას იცავს - მას უყვარს", - თქვა რომის პაპმა. 

რომის პაპმა ასევე მოუწოდა უკრაინას, ღია იყოს შესაძლო დიალოგისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული იყოს უკრაინული მხარისთვის.

„ყოველთვის რთულია დიალოგის გაგება იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ომი დაიწყეს. რთულია, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს“, - განაცხადა მან.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!