ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

frenis kompensaciafrenis kompensacia

ვერძი

სასურველია, უარი თქვათ ძველ სტერეოტიპებზე და დაანგრიოთ თქვენი წარმატების გზაზე არსებული ძველი დაბრკოლებები, რათა ადგილი გამოათავისუფლოთ სიახლეებისკენ და წინ გადადგათ ნაბიჯები.

კურო

ეძებეთ დადებითი მხარეები მიმდინარე მოვლენებში, ყველაფერი არც თუ ისე ცუდად ვითარდება და ნათელი მხარეებიც საკმაოდ ძლიერი და დამაიმედებელია.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ უახლეს ინფორმაციებს, შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო და საინტერესო წინადადებას წააწყდეთ, არის ალბათობა, თქვენი ნოვატორული იდეებით სერიოზულად დაინტერესდნენ.

კირჩხიბი

შესაძლოა, შეძლოთ თანამოაზრეების გაერთიანება. კარგად მოფიქრებული კონსტრუქციული მიდგომებით, თქვენ აღკვეთავთ ყოველგვარ უთანხმოებასა და დაპირისპირებებს.

ლომი

მნიშნელოვანი იქნება ურთიერთობების გარკვევა ზემდგომ ან თქვენს დაქვემდებარებულ ადამიანებთან. შეძლებთ სასურველი შედეგების მიღებას, თუ იმოქმედებთ თავშეკავებით და ყოველივეს კარგად გაიაზრებთ.

ქალწული

დღეს ნუ იქნებით ორიენტირებული საკუთარ შეგრძნებებზე, თვალყური ადევნეთ საინფორმაციო სივრცეს, მაგრამ აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და შემდეგ გამოიყენეთ საკუთარი მიზნებისთვის.

სასწორი

თუ დროს გონივრულად გამოიყენებთ და ენერგიას უაზრო დიალოგებზე არ დახარჯავთ, ძალიან ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ და თვალსაჩინო შედეგებსაც მიიღებთ.

მორიელი

თქვენს ცხოვრებაში შემოსავლები იზრდება, სწრაფი რეაქციებისა და პროფესიული ალღოს წყალობით. არ არის გამორიცხული, ახალმა იდეებმა დიდი სარგებელი და ავტორიტეტი მოგიტანოთ.

მშვილდოსანი

ნუ შეეცდებით, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი აზრების ჭეშმარიტება, ნუ მოახვევთ გარშემომყოფებს საკუთარ აზრსა და შეხედულებებს, ნუ ეცდებით მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

თხის რქა

აამოქმედეთ თქვენი კავშირები და იყავით შეუპოვარი სირთულეების გადალახვისას. შეეცადეთ, ნაკლებად ჩაერთოთ კონფლიქტებში და სხვათა მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოთ.

მერწყული

ოჯახური პრობლემების გამო, შესაძლოა, შეიცვალოს თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები. რაც ნაკლებად დაინტერესდებით წვრილმანებით, მით მეტად შეძლებთ განახორციელოთ თქვენი ჩანაფიქრი.

თევზები

ნუ ეცდებით, საკუთარ თავს "გადაახტეთ", დაზოგეთ დრო და ძალები, იზრუნეთ თქვენი ნაკლოვანი მხარეების გამოსწორებაზე, ნუ იქნებით ძალიან პრეტენზიული და მომთხოვნი სხვების მიმართ.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!