6 წლის ემილი ნამაზოღლი, დღეს სკოლაში პირველად წავიდა.
გოგონა დარჩელის პირველი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა.
მისთვის დღეს ყველაზე უჩვეულო სასწავლო წელი დაიწყო, დედის გარეშე...
"დედაჩემმა ასე გადაწყვიტა (ბავშვების ბებიამ)სამივე ბავშვი დარჩელში იზრდება. ჩვენ, დები, ხელს ვუწყობთ, ბიჭები დარჩელის ბაღში გავუშვით, ყველა პირობას ვუქმნით ბავშვებს, რომ გაიზარდონ ლაღები. ემილი დარდიანია, დედა ენატრება...", - გვითხრა პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 25 წლის როზეტა ყალიჩავას დამ.
როზეტა პოლონეთში სამ შვილთან, ქმართან, ძმასთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ დარჩელიდან იყო. რამდენიმე წლის წინ, პოლონეთში სამუშაოდ ჯერ მისი ძმა წავიდა. შემდეგ ქმარი.
ერთი წლის წინ კი, შვილებთან ერთად ისიც პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. როზეტა ყალიჩავა პოლონეთიდან საქართველოში 5 ივნისს ჩამოასვენეს. იგი 9 ივნისს, სოფელ დარჩელში დაკრძალეს.