ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, „ჰუალინგთან“.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა მიაწოდა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
„პრაიმტაიმი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.