გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული, მისასალმებელია. ევროპარლამენტი ყოველთვის მკაფიო იყო და არის საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი.
„პირველ რიგში, გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული, მისასალმებელია. ევროპარლამენტი ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო და არის თქვენი ქვეყნის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვაგრძელებ საუბარს თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ რეკომენდაციებს მისდევთ. ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი. ასეთია ჩემი პოზიცია თქვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს.