„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია მიზეზად გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.
,,15 სექტემბერს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, საგურამო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - აცხადებენ კომპანიაში.