ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიუსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, გურჯაანში შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა

უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, გურჯაანში შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა

frenis kompensaciafrenis kompensacia

უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, გურჯაანში შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა. შესაბამისი საექსპერტო დასკვნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ 5 სექტემბერს გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის საბავშვო ბაღების შენობები, ამორტიზებულია და უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს.

გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, აღსაზრდელები სხვა ბაღებში გადანაწილდებიან.

„უკვე დაწყებულია ბავშვების გადანაწილების პროცესი, მეზობელი სოფლების ბაღებში. დაახლოებით, 300 ბავშვია ასეთი. თუ რომელიმე სოფელში, მშობლები იტყვიან, რომ სხვაგან ტარება გაუჭირდებათ, მაშინ იმავე სოფელში მოიძებნება ალტერნატიული ფართი, ქირით. რაც შეეხება პერსონალს, უკლებლივ ყველა სამსახურს ჩვეულებრივად შეინარჩუნებს“,- განაცხადა ფროდიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ ექსპერტიზა მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ჩატარდა და ამორტიზებული ბაღების რეაბილიტაცია, უახლოეს ხანში დაიწყება.

„მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, მერის ინიციატივით მიმართა და ყველა ბაღის შენობის შემოწმება ითხოვა. ჯამში, შვიდ ბაღზე გამოაქვეყნეს დასკვნა, რომ არის ამორტიზრბული და უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბავშვების გადანაწილება. რაც შეეხება შენობებს, ტენდერის მეშვეობით, მოხდება მათი რეაბილიტაცია“,- განაცხადეს მერიაში.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, დაკეტილია სოფლების - ახაშენის, შაშიანის, კოლაგის, ჩუმლაყის პირველი და მეორე, ველისციხის ორი საბავშვო ბაღი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს დაიწყება. დახურული ბაღების აღსაზრდელები კი, სწავლას ოქტომბრის თვეში, ეტაპობრივად შეუდგებიან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სულ 2100 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!