პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებივინ მიაყენა 2 სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მე-9 კლასელს ბიჭს - საქმეზე სასამართლო...

ვინ მიაყენა 2 სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მე-9 კლასელს ბიჭს – საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა

aviabiletebiaviabiletebi

ვინ მიაყენა 2 სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მე-9 კლასელს ბიჭს - სასამართლო პროცესი არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სხდომაზე 4 არასრულწლოვანი და 3 გამომძიებელი გამოიკითხა.

დანაშაულის ჩადენას, ასევე არასრულწლოვანს, მე-10 კლასის მოსწავლეს ედავებიან. დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოწმეთა ჩვენებებით დაკავებულის ბრალეულობა არ დასტურდება.

„დაიკითხა 4 მოწმე, თუმცა არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია ის, რასაც პროკურატურა ედავება არასრულწლოვანს და არც ერთი მოწმის ჩვენება არ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ ჩადენილი აქვს ამ კონკრეტულ ბავშვს სისხლის სამართლის დანაშაული. ძირითად პროკურორს მოჰყავს გამომძიებლები, რომლებიც ჰყვებიან გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას. არსებითი მოწმე, რომელსაც შეიძლება და ვის ჩვენებაზეც დაყრდნობილი არის ბრალდება, უკვე მე-4-მე-5 პროცესია და აქამდე არც ერთხელ არ მოუყვანია პროკურორს,“ - აცხადებს არასრულწლოვნის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

შეგახსენებთ, დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის მაისის ბოლოს 74-ე სკოლის სპორტის გაკვეთილზე დაიწყო და სკოლის მახლობლად ერთ-ერთი მოზარდის დაჭრით დასრულდა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!