შაბათი, ნოემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო, სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას...

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო, სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო, სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

კერძოდ, როგორც სომხურ მედიას სომხეთის მთავრობაში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ აგრესიასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართონ რუსეთის ფედერაციას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დებულებების ასამოქმედებლად, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაერო-ს“.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლია ორივე მხარეს. ერევანი და ბაქო შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!