ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"მივხვდი, რომ აზრი აღარაფერს ჰქონდა, მაინც მივწერე - მამა, მჯერა, რომ ცოცხალი...

“მივხვდი, რომ აზრი აღარაფერს ჰქონდა, მაინც მივწერე – მამა, მჯერა, რომ ცოცხალი ხარ-მეთქი… აღარ მიუღია…”- გუდაურის ტრაგედიის მძიმე ისტორია

frenis kompensaciafrenis kompensacia

13 სექტემბერს გადაცემა "ღამის პრაიმტაიმის" ახალი სეზონი იხსნება. თოქშოუს თემა 29 ივლისს გუდაურში დატრიალებული ტრაგედიაა, ტრაგედია, რომელმაც გმირები გაგვაცნო. ზაფხულის ამ ავბედით დღეს რვა ადამიანი დაიღუპა - ოთხი მფრინავი, ორი მაშველი და ორი ექიმი. გადაცემის სტუმრები სწორედ მათი ოჯახის წევრები არიან. ეს გადაცემა ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.

"პრაიმტაიმი" ამჯერად ამ ტრაგედიას შეწირული მფრინავის, ლევან ჩოხელის 19 წლის ვაჟის, სანდრო ჩოხელის ინტერვიუს მოკლე ამონარიდს გთავაზობთ.

სანდრო ჩოხელი: მე და მამა, ბოლო წლებში, განსაკუთრებულად დავახლოვდით. ბევრ რამეს ვუყვებოდი, არ ვუმალავდი.

ამ ტრაგედიის შემდეგ, გაგიკვირვებული ვარ, როგორ ჰყვარებიათ, რანაირად მოასწრო ამხელა სიყვარულის დათესვა. ან როგორ აქცევდა ყველას ამხელა ყურადღებას. ის ძალიან სიტყვა ძუნწი იყო. ამიტომაც მიკვირს. სხვანაირ სიყვარულს მაჩვენებდა. სიტყვიერად არ მეტყოდა, მიყვარხარო... ისე მაგრძნობინებდა.

მამასთან უკასკნელი საუბარი მახსოვს. სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვკითხე, ჩემს მომავალ ოჯახზე რა აზრის იქნებოდა. მომცა რჩევები. 

ვიყიდე საბურავები, რაც მირჩია იმაზე უკეთესი და ერთი სული მქონდა სახლში მოსულიყო, რომ ამაყად მეჩვენებინა ჩემი ნაყიდი საბურავები. ფოტო ჩავუგდე, ტელეფონმა მიიღო, მაგრამ მამას აღარ უნახავს... 

მის პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვიყავი. არასდროს მინერვიულია, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. იმდენად მოწესრიგებული იყო, მანქანას არ დაძრავდა ისე, რომ არ შეემოწმებინა. რატომღაც იმ დღეს ამინდი დავიწუნე. 

ის დღეები საერთოდ არ მახსოვს. მახსოვს, აეროპორტში რომ მივედით, უკვე მივხვდი, რომ აზრი აღარაფერს აღარ ჰქონდა, მაგრამ მე მაინც მივწერე - მამა, მჯერა, რომ ცოცხალი ხარ-მეთქი. აღარ მიუღია...

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!