სამშაბათი, თებერვალი 11, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმკვლელობა თბილისში – ბრალდებულმა ორივეს ჯერ ჩაქუჩით მიაყენა დაზიანებები, შემდეგ კი ცეცხლსასროლი...
spot_img

მკვლელობა თბილისში – ბრალდებულმა ორივეს ჯერ ჩაქუჩით მიაყენა დაზიანებები, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

frenis kompensaciafrenis kompensacia

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ ­მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებულსა და მის მეზობლად მცხოვრებ დაზარალებულს, რამდენიმე წლის წინ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდათ.

„2024 წლის 5 ივნისს, ბრალდებული ჩაუსაფრდა დაზარალებულს და როდესაც ის მეგობართან ერთად სახლში აპირებდა შესვლას, ორივეს ჯერ ჩაქუჩით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!