სამშაბათი, თებერვალი 11, 2025
ფრენები
მთავარისაზოგადოებაცნობილი ქართველი რეჟისორი გარდაიცვალა
spot_img

ცნობილი ქართველი რეჟისორი გარდაიცვალა

frenis kompensaciafrenis kompensacia

87 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი მედეა კუჭუხიძე.

მედეა კუჭუხიძის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში: ვ. კანდელაკის „სოკრატე“, ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“, ჩ. დიკენსის „დიდი იმედები“, ლ. როსებას „პრემიერა“, და „პროვინციული ამბავი“, ჯ. იოსელიანის „ტაკიმასხარა“, და „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, გონძა მონ ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“, ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“, კ. ჩაპეკის „დედა“, გ. ხუხაშვილის „მთაწმინდის მთვარე“, ე. დე ფილიპოს „კომედიის ხელოვნება“, ა. მიუსეს „სიყვარული სახუმარო არ არის“, პ. კაკაბაძის „სამი ასული“, „ტყის ქალები“, „პორტოპოლოს ტუსაღები“, კ. გოცის „ლურჯი ურჩხული“, ტ. უილიამსის „იაგუნას ღამე“, ა. აფიონოგენოვის „შიში“, კ. ვოიტილას „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“, ძი-იუნის „დიადი მცირეში“ და სხვა; სოხუმის ქართულ თეატრში: ე. შვარცის „თოვლის დედოფალი“, ვ. კორასტილიოვის „მე მჯერა შენი“, ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“; სანკულტურის თეატრში: ბლაჟეკის „უხვი საღამო“; გრიბოედოვის თეატრში: გუდრიჩის, ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიური“;  რუსთაველის თეატრში: ტ. უილიამსის „შუშის სამხეცე“.

მედეა კუჭუხიძე ასევე ავტორია პიესების: „ყბედი თუთიყუში“ და „ზღაპარ იყო“. მას ეკუთვნის სამეცნიერო შრომები: „მსახიობის ინდივიდუალურობა“, „თანამედროვე თეატრის სტანდარტიზაცია“, „თეატრალური მიმდინარეობა ანტიშექსპირიზმი“, „XX საუკუნის დასაწყისის ავანგარდთან შერწყმული ევროპული პოსტმოდერნიზმის ეპიგონური გამოხმაურებები ქართულ თეატრში“, „ნიკო ჭავჭავაძის აქსიოლოგია“, „ერდემონოლოგია“, „ტანჯვის აზრი“, „წერილი ქაოსიდან“ (ილია პრიგოჟინისა და ი. სტენგერსის მიხედვით).

მედეა კუჭუხიძის ინიციატივით, 1987 წელს თბილისში მოეწყო „კაბუკის“ თეატრის გასტროლები. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ნორა ბერკი – ჯ. სინგის „ბინდი ველზე“ (1957, თეატრალური ინსტიტუტი), კამილა – ა. მიუსეს „სიყვარული სახუმარო არ არის“ (მარჯანიშვილის თეატრი, 1969), მერეი -ა. კრონინის „იუპიტერი იცინის“ (საქართველოს ტელევიზია, 1970).

მედეა კუჭუხიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში დამდგმელ რეჟისორად.

მედეა კუჭუხიძეს 13 თებერვალს დაკრძალავენ. გამოსვენება – მარჯანიშვილის თეატრიდან.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!