მკვლელობა საგარეჯოში – როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს აცნობეს, სოფელ ალინჯაში დღეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. 38 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს სახის არეში დაზიანებები, ხოლო სხეულის მარჯვენა მხარეს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აქვს.
მას ბასრი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. დეტალები მომხდარის შესახებ უცნობია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.