საგარეჯოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობის ბრალდებით, მისი ბავშვობის მეგობარი გიორგი ქურდოვანიძეა დაკავებული.
კაცს ერთ ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. როგორც მოკლულის მამა ჰყვება, მისი შვილი გუშინ ღამის 2 საათზე გავიდა სახლიდან, 4 საათზე კი შეატყობინეს, რომ სოფელ ანთოკში გარდაცვლილი ნახეს. ის ვარაუდობს, რომ ქურდოვანიძემ მისი შვილი მანქანაში მოკლა და შემდეგ ცხედარი სოფელში დატოვა.
“სახლიდან გავიდა 2 საათზე და ალბათ მალევე შეხვდა მკვლელს. მე გავიგე 4 საათზე, ჩემმა ძმამ დამირეკა და შემატყობინა ეს ამბავი. სხვა დეტალები არ ვიცი. ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდოო, ასე თქვეს. დეტალები ზუსტად არ ვიცი. საგარეჯოში ჩაისვა მანქანაში მკვლელმა, არ ვიცი სად მოკლა, რა მოხდა. შეიძლება აქვე მოკლა და სოფელში ჩამოაგდო.
მკვლელი გიორგი ქურდოვანიძეა, ბავშვობაში მეგობრები იყვნენ. მოკლული მწყემსმა იპოვა. ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი. მოტივი რა არის არ ვიცი. ალბათ ძალიან დიდი უთანხმოება მოუვიდათ, სავარაუდოდ ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება. მაგას პოლიცია გაარკვევს” – ამბობს მოკლულის მამა.
მოკლულის მეგობარი “მაბებთან” ჰყვება, რომ ქურდოვანიძესა და ფეიქრიშვილს შორის კონფლიქტი ნამდვილად იყო და ამის შესახებ ინფორმაცია მათაც ჰქონდათ.
“უთანხმოება იყო. ჩვენ რომ გავყოლოდით ასეთი რამ არ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენს გარეშე წავიდა. ჰქონდა ბიჭებთან კონფლიქტი და ვამშვიდებდით, რომ ამ დონემდე არ მისულიყო. გვერდზე ქუჩაზე გიორგის მანქანა იდგა დიდხანს, მანქანა იყო ცუდად გაჩერებული, გაჩნდა კითხვები რატომ დგას მანქანა ასეო. დაგვირეკეს შემდეგ ჩვენ და გავიგეთ ეს ამბავი” – ჰყვება მოკლულის მეგობარი.
ambebi.ge
ფოტოზე: გიორგი ფეიქრიშვილი და მამა, სოსო ფეიქრიშვილი