პარასკევი, აპრილი 12, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„აღმაშფოთებელია...“ - კავალო, რომელმაც პირველმა გააკეთა კამინგ-აუტი, კასილასის პოსტს ეხმაურება

„აღმაშფოთებელია…“ – კავალო, რომელმაც პირველმა გააკეთა კამინგ-აუტი, კასილასის პოსტს ეხმაურება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

„ადელაიდას“ ფეხბურთელი, ჯოშუა კავალო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კამინგ-აუტი გააკეთა, იკერ კასილასისა და კარლეს პუიოლის პოსტებს გამოეხმაურა. კავალომ ესპანური ფეხბურთის ლეგენდები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი მხრიდან ეს უდიდესი უპატივცემულობა იყო.

„კასილასისა და პუიოლოს მხრიდან კამინგ-აუტზე ხუმრობები და დაცინვა იმედგამაცრუებელი იყო. ეს რთული გზაა, რომელიც LGBTQ+ საზოგადოების ნებისმიერმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს. ჩემი მისაბაძი მაგალითები და საფეხბურთო ლეგენდები კამინგ-აუტს და LGBTQ+ თემებს დასცინიან. ეს ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, უპატივცემულობა,“ – აცხადებს ჯოშუა კავალო.

ცნობისთვის, გუშინ  იკერ კასილასის გვერდზე გამოჩნდა პოსტი, რომ ის გეი იყო. მოგვიანებით პოსტი წაიშალა, კასილასიმ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ჰაკერების მსხვერპლი გახდა.

ჯოშუა კავალო პირველი მოქმედი ფეხბურთელია, რომელმაც ღიად თქვა, რომ გეია.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!