შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები“ჩვენ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთ” - 17-19 წლის შეყვარებული წყვილი ხობში გარდაცვლილები იპოვეს

“ჩვენ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთ” – 17-19 წლის შეყვარებული წყვილი ხობში გარდაცვლილები იპოვეს

amindi

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ტრაგედია დატრიალდა. ადგილობრივმა, 19 წლის რეზიმ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ცნობილია, რომ რეზი საგუშაგოზე, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, შემდეგ კი სხვა ჯარისკაცებმა გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე მისულებს კი რეზი გარდაცვლილი დახვდათ.

ამავე სოფელში 29 ოქტომბერს, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს 17 წლის ნინი, მე-12 კლასელი გოგო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რეზის შეყვარებული იყო – გოგომ სიცოცხლე ასევე, თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო “ფეისბუქზე” მისი ბოლო სტატუსი იყო: “ჩვენ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთ”.

ტელერადიოკომპანია “ოდიში” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!