შაბათი, აპრილი 27, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაგარდაიცვალა მამა და 3 შვილი, სახლში დაბრუნებულ ცოლს კართან ჩვილი და წერილი...

გარდაიცვალა მამა და 3 შვილი, სახლში დაბრუნებულ ცოლს კართან ჩვილი და წერილი დახვდა. ნახეთ რა ეწერა წერილში

kompensacia frenebzekompensacia frenebze

სოციალურ ქსელში ძალზედ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ მას.

ანამ ქმარი და 3 შვილი ავტოავარიაში დაკარგა. ქმარმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა, როდესაც მოწამლული შვილები საავადმყოფოში მიყავდა.

ერთ წამში დაენგრა ოჯახი, ქმარი და 3 მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა. იმ წამსვე შემთხვევის ადგილზე მივიდა, ხედავდა როგორ ამოყავდათ ხევში გადაჩეხილი ქმრის და შვილების სხეულის ნაწილები, ნუ რაც მათგან დარჩა, საზარელი სანახაობა იყო, ქალის კივილი ზეცას სწვდებოდა, ქვეყანას კი აზანზარებდა. დასაფლავების დღეს ერთხელ კიდევ გააყოლა მთელი სული და გული ცრემლებად თავის ოჯახს საფლავში. სახლში მისულს კართან პირსახოცში გახვეული რაღაც იდო, მიუახლოვდა და ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა, გვერდით წერილი იდო:

“ბოდიში ჩემო პატარა ანგელოზო, ალბათ ოდესმე უფალი მაპატიებს იმას რაც გავაკეთე, ერთი კვირაა არაფერი მიჭამია წყლის გარდა, ბავშვი კი თითქმის დღენახევარია უჭმელი. მაპატიეთ, გთხოვთ მაპატიეთ. უფალმა იცის რა ტანჯვა და ტრაგედიაა ჩემს თავს. ჩემზე იძალადეს და დავორსულდი.

ქმარმა ეს რომ გაიგო გამომაგდო სახლიდან. ქმრისიანები არ მიკარებენ. მე დედა და მამა არ მყავს. ჩემმა ნათესავებაც გამრიყეს. 9 თვეა თითქმის გარეთ ვათენებ და ვაღამებ. სანაგვიდან ვჭამ საჭმელს.

აღარაფრის ძალა აღარ შემრჩა, ბოდიში. ახლა იმის ფულიც კი არ მაქვს პური ვიყიდო. მალე სადმე მკვდარს მიპოვნიან. არ მინდა ჩემმა შვილმა იგივე გამოიაროს რაც მე გამოვიარე, არ მინდა მშობლების გარეშე გაიზარდოს.

მინდა ცოცხალი იყოს და ჰაყვდეს გამზრდელი დედა, რომელიც ცხოვრებას მისცემს მას. მე თქვენ სასაფლაოზე დაგინახეთ, დაგინახეთ როგორ დასტიროდით თქვენს ოჯახს, თქვენს შვილებს. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი შვილი თქვენს კართან დამეტოვებინა. ბოდიში ჩემო ანგელოზო, მაპატიე, ვილოცებ და სიცოცხლის ბოლომდე ვინანიებ ჩემს ამ საქციელს. თვალზე ცრემლი არ შემაშრება.”

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!