ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიდიდი არტისტების „ჩავარდნილი როლები“ - „მარცხი, თან სდევს წარმატებას და... მარცხი, წინ...

დიდი არტისტების „ჩავარდნილი როლები“ – „მარცხი, თან სდევს წარმატებას და… მარცხი, წინ უძღვის წარმატებას“…

amindi

ხორავას ჩავარდნილი ტარიელ გოლუა

მიხეილ თუმანიშვილი, აკაკი ხორავამ მიიყვანა თეატრში. მათი შემოქმედ­ებითი შეხვედრა ერთადე­რთხელ შედგა – „ტარიელ გოლუაში“ და მაშინაც მა­რცხით დამთავრდა – ორ­ივესთვის. არადა, წინა სპ­ექტაკლების წარმატებით თავბრუდახვეულ მიხეილ თუმანიშვილს თავად ხო­რავა აგულიანებდა, ბევრს ელაპარაკებოდა ახმეტე­ლის რეჟისურაზე, შინაურ­ები, გარეულები მოსვენას არ აძლევდნენ – „მიშა, შენ ახმეტელი ხარ, მისი საქმ­ის გამგრძელებელი“... და ახალგაზრდა რეჟისორმაც ხელი მოკიდა ლეო ქიაჩ­ელის „ტარიელ გოლუას“, დაეწაფა ახმეტელის მე­ მკვიდრეობას, სურდა, ახ­მეტელივით გმირულ-რო­მანტიკული სპექტაკლი დაედგა...

ტარიელ გოლუას ხორავა თამაშობდა. თუ­მანიშვილის რეპეტიციას თბილისში სტუმრად მყ­ოფი ფინელი რეჟისორი დაესწრო, აქო და ადიდა თუმანიშვილი, სულ რიტმებისა და ტემპების კომპ­ოზიტორი ეძახა, რეჟისო­რს ეჭვი აღარ ეპარებოდა გამარჯვებაში, მაგრამ უკვე ეჭვი ეპარებოდა აკ­აკი ხორავას... ხორავა რე­პეტიციებზე „დაძაბულად თამაშობდა, გაუთავებლად ნერვიულობდა, არ მენდობ­ოდა...“ – გაიხსენებს თუმა­ნიშვილი. თუმანიშვილს ეჭვი მა­ინც არ ეპარებოდა, გაბე­დულად მიიწევდა წინ, მა­გრამ დაიწყო პრემიერა და ზუსტად ხუთ წუთში მიხვ­და, რომ... ყველაფერი წყ­ალში ჩაიყარა, სპექტაკლი ჩავარდა... როლი ჩაუვარდა ხორავასაც... სპექტაკლი კრიტიკის ქარცეცხლში გა­ატარეს. მერე, მოსკოვში, ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე წასაღებად, თუმანიშვილმა სპექტაკლი გადააკეთა, ხო­რავას ნაცვლად ეროსი მა­ნჯგალაძე შეიყვანა, მაგრამ ვერც გადაკეთებამ უშველა საქმეს, ვერც ეროსი მანჯ­გალაძის შეყვანამ...

 

სესილია თაყაიშვილის ჩავარდნილი „ივდითი“

დღეს ვინმეს ძნელად თუ წარმოუდგენია, რომ დიდ სესილია თაყაიშვილს­აც ჰქონდა ჩავარდნები... არადა, საყოველთაოდ ცნ­ობილი ფაქტია, რომ, ის სპექტაკლზე მუშაობისას გაუთავებლად წუწუნებდა, წუწუნებდა დრამატურგე­ბზე (არცთუ უსაფუძვლოდ – სუსტი პიესების გამო), წუწუნებდა რეჟისორებზე, ხშირად პარტნიორებზე, მა­გრამ უმეტესწილად მაყუ­რებლის წინ გასულს – სა­წუწუნო არაფერი ჰქონდა. თუმცა, თეატრის ისტორი­ ამ შემოინახა მისი მარცხი და მისი გულწრფელი აღ­იარება ამ მარცხის შესახებ. ახალგაზრდა სესილია თაყაიშვილი ჯერ კიდევ მა­შინ შეიყვანეს „ურიელ აკ­ოსტაში“ ივდითის როლზე დუბლად, როცა სცენაზე ვერიკო ანჯაფარიძე იდგა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად, სესილიას ივ­დითი ვერ იქცა სპექტაკლის ნაწილად. სესილია ვერ გუ­ობდა უჩვეულო ფორმის სა­ვარძელს, არანაკლებ უჩვე­ულო კოსტიუმს, საერთოდ, გარემოს. ის ეთაყვანებოდა ვერიკოს ივდითს, თვითონ კი ვერ იქცა ივდითად. იმ­დენად მწარე იყო მისთვის ეს მარცხი, რომ სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში, ცხოვრების ყველაზე უბედ­ურ დღედ, „ურიელში“ თამა­შის დღე დაასახელა…

 

ლეილა აბაშიძის მარცხი თეატრში

ქართული თეატრისის­ ტორიას გაკვრით ახსო­ ვს ცრუ პათეტიკური სპ­ექტაკლი „ამირანი“... ეს სპექტაკლი სხვა ასეთი უღიმღამო, გაფუყული სპ­ექტაკლებისგან, ალბათ, არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი – ამ სპექტაკლში თამაშობდა იმხანად უკვე სახელგავარდნილი კინოვა­რსკვლავი ლეილა აბაშიძე... სპექტაკლი, 1963 წელს და­დგა დოდო ალექსიძემ. თე­ატრში როლის ჩავარდნამ, თეატრზე საერთოდ აუცრ­უა გული ლეილა აბაშიძეს. არადა, თეატრალურ ინსტ­იტუტში სწავლისას ლეილა აბაშიძემ, გურამ საღარა­ძესთან ერთად, წარმატ­ებულად ითამაშა თუმანი­შვილის დადგმულ ტურგ­ენევის პიესაში „ერთი თვე სოფლად“. „ერთი თვე სო­ფლად“ გულისშემძვრელი პოეტურობითა და სევდით გამოირჩეოდა, ყველაფერი სიწრფელითა და უშუა­ლობით იყო აღბეჭდილი. ლეილა აბაშიძე შემდეგ არ­სად მინახავს უფრო ლაღი, ორიგინალური, რაღაც მო­უხელთებელი სიწმინდით სავსე...“, – წერს ნოდარ გუ­რაბანიძე.

 

სერგო ზაქარიაძის ჩავარდნილი „ლირი“

1966 წელს, ჟურნალ „თეატრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ თუ­მანიშვილი ამბობდა, როცა თეატრში ასეთი დიდი მს­ახიობი გვყავს, როგორიც სერგო ზაქარიაძეა, რომე­ლსაც ასე სწყურია ლირის თამაში, ცოდვაა, რომ ეს ტრაგედია არ დავდგათო. დადგა კიდეც, მაგრამ მთელ საბჭოეთში უკვე ლე­გენდად ქცეული ჯარისკაც­ის მამა... დამარცხდა, და­ მარცხდა რეჟისორიც. თუ­მანიშვილის „მეფე ლირი“ შექსპირის გათანამედრ­ოვების პირველი ცდა იყო. სპექტაკლის შემდეგ კრიტიკოსთა აზრი მკვეთრად გაიყო – ნაწილი ხელაღებით ლანძღავდა და უარყოფ­და, ნაწილი – გააფთრებით იცავდა. თუმანიშვილმა და ზაქარიაძემ ლირი გააადამიანურეს, ცხოვრებასთან დააახლოვეს. ლირის სა­მეფო ტახტი ხავსმოკიდე­ბული ქვა იყო, რომელსაც ცხოველის ტყავი ჰქონდა გადაფარებული. ასეთ გა­რემოში შეუძლებელიც იყო პომპეზური, ლირი-ღმერ­თის თამაში. სერგო ზაქა­რიაძეს ათლეტურ სხეულზე თხის ტყავი ჰქონდა მოსხ­მული, ბეწვის ქვეშ ლურჯი ხამის ტილოს ხალათი ეცვა, შარვალი ბეწვის პაჭიჭებში ჰქონდა ჩატანებული. რო­გორც ნოდარ გურაბანიძე იტყვის, ჩაცმულობით სვ­ანსა და ხევსურს უფრო ჰგ­ავდა, ვიდრე კელტს. მეტიც, სუფრასთან ქართულ სიმღ­ერასაც წამოიწყებდა...

ზა­ქარიაძესა და თუმანიშვილს უნდოდათ, მაყურებელს ახლობლად ეგრძნო ლირი, მოხდა კი პირიქით... ნოდარ გურაბანიძის შენიშვნით, ზაქარიაძის ლირი სტალინ­ის ასოციაციასაც იწვევდა – სტალინსაც ხომ უყვარდა შარვლის ჩექმებში ჩატანე­ბა, თუ ქართული სიმღერის წამოწყება სუფრაზე... მოსკოვის სამხატვრო თეატრის „ლიტნაწილის“, პ. მარკოვის აზრით, ზაქარი­აძის ლირის სახეს აკლდა მთლიანობა, დაქუცმაცებ­ული იყო ბრწყინვალე ადგი­ლებით. „მაინცდამაინც არც ლი­რის „გაქართველების“ იდეა გამოდგა დამაჯერებელი... სახის განვითარების ლო­გიკა ზოგჯერ მოიკოჭლე­ბდა, რაც მოსაწყენს ხდიდა ზოგიერთ ეპიზოდს... ზო­გჯერ ს. ზაქარიაძის თამაშს ერთგვარი ნაძალადეობა, ხელოვნურობა ეტყობოდა. მსახიობი, ყველაფრის გამა­რთლებას ცდილობდა და, თითქოს, როგორც ამბობენ ხოლმე: „ტვინს იჭყლეტ­და“...

(ნოდარ გურაბანიძე). თუმანიშვილმა მოგვ­იანებით აღიარა, რომ ვერ დაიჭირა გმირის ნამდვი­ლობის ნათელი შეგრძნება ზაქარიაძის ლირში... თავად სერგო ზაქარიაძე პრემიე­რის დღეებში კმაყოფილი იყო საკუთარი თამაშით, მე­რე ნელ-ნელა უკმარისობის გრძნობა შეეპარა, ბოლოს კი სულ გაუტყდა გული, რა­ზეც მაყურებლის ნაკლებმა ინტერესმაც იმოქმედა...

 

ჩავარდნილი ჰამლეტი და ჩავარდნილი „კლავდიუსი“

დოდო ალექსიძემ ჩავა­რდნილი „ყვარყვარეს“ შე­მდეგ შექსპირის „ჰამლეტს“ მოჰკიდა ხელი. არტისტები ამჯერადაც შესანიშნავი ჰყავდა:

ჰამლეტი – გოგი გეგეჭკორი (დუბლი ნოდარ ჩხეიძე), გერტრუდა – ნინო ლაფაჩი, კლავდიუსი – სე­რგო ზაქარიაძე... წესით, დანიის გაუხარელ პრინცს სცენაზე მაინც უნდა გა­ეხარა, მაგრამ... ჩავარდა... ჩავარდნამდე, სერგო ზა­ქარიაძე პატიოსნად ითხო­ვდა – გამათავისუფლეთ კლავდიუსის როლიდანო... როლს ვერ ვგრძნობ და არ გამომივაო... მაშინ ზაქარი­აძეს კინოში იღებდნენ და არ გაათავისუფლეს როლი­დან, კინოს გამო მიზეზობს, როლიდან „დათესვა“ უნ­დაო... „როგორც ჩანს, ზაქა­რიაძე მართალი იყო. ბევრი ეცადა, სხვადასხვა ვარიაც­იები შეექმნა კლავდიუსისა, მაგრამ არაფერი არ გამო­უვიდა. ვერც გოგი გეგეჭკ­ორისა და ნოდარ ჩხეიძის გულწრფელმა და ოსტატუ­რმა შესრულებამ უშველა სპექტაკლს. წარმოდგენას არ ჰქონდა კონცეფცია, გა­დაწყვეტა, არ იყო კონკრე­ტულად გარკვეული, რისი თქმა უნდოდა რეჟისორს“, – დაწერს ვასილ კიკნაძე.

 

ოთარ მეღვინეთუხუცესის ჩავარდნილი როლები

ლირი და ჰამლეტი ჩაუვარდა ოთარ მეღვინეთუხუცესსაც. ოთ­არ მეღვინეთუხუცესი, სწორედ იმ არტისტთა კატეგორიას განე­კუთვნება, ვისაც შეუძლია საკუ­თარი წარუმატებლობის აღიარე­ბა. შორეულ ახალგაზრდობაში ლილი იოსელიანის დადგმულ სპექტაკლში – „ფსკერზე“ სატი­ნი ითამაშა. მოეწონათ. თავად დაეჭვებული იყო. უკმაყოფილო. იცოდა, რამდენი რამის გაკეთე­ბა შეეძლო და ვერ გააკეთა. რომ ულოცავდნენ, ეგონა, სხვებიც ხვ­დებოდნენ და შემწყნარებლობის გამო ულოცავდნენ. ამიტომაც არ იღებდა მილოცვებს. ის კი არა, ვასო გოძიაშვილიც კი გაუბრუნე­ბია უკან. გაცეცხლებულა ვასო გოძიაშვილი, „ვინ არის ეს ვირი, მილოცვა რომ არ უნდაო“...

გავა დრო და საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩება „დიდოსტ­ატის მარჯვენაში“ განსახიერებუ­ლი მეფე გიორგითაც. რუსთავის თეატრში ნათამაშები ჰამლეტ­ითაც, მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები მეფე ლირითაც... არ­ ადა, უნდოდა ჰამლეტისა და მეფე ლირის თამაში. ითამაშა კიდეც, მაგრამ ამ სპექტაკლებმა ვერ გა­იჟღერა... ჰამლეტისთვის ჯერ კი­დევ მარჯანიშვილში ემზადებოდა – ლილი იოსელიანი და გიგა ლო­რთქიფანიძე დგამდნენ, მაგრამ შეაწყვეტინეს. ლილი იოსელიანმა შემდეგ რუსთავში დადგა ჰამლ­ეტი, მაგრამ სულ ექვსჯერ ითამ­აშეს...

„რატომ არ გამოვიდა ჰამლ­ეტი? უმთავრესი მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ ჩვენ უკვე ვიცოდით, ნაწილი, ისევ უკან, მარჯანიშვი­ლის თეატრში უნდა დავბრუნებულიყავით. ბევრმა ჩემმა მეგობარმა უარი თქვა სპექტაკლში მონაწილეობაზე. ვინც უარი არ თქვა, რეპეტიციებზე არ დადი­ოდნენ.

ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით წაქეზებული თეატრის დირექტორ-განმკარგ­ულებელი, ერთხელ შუა რეპეტი­ციის დროს შემოვიდა და გამოაც­ხადა: "მეღვინეთუხუცესის გარდა, ამ პიესის დადგმა არავის უნდა, სპექტაკლი კი ნახევარი მილიონი ჯდებაო. მე თავი ვერ შევიკავე და შენი და შენი გამომგზავნელის დედა-მეთქი! უწყვეტი რეპეტიცი­აც მოულოდნელად დაგვინიშნეს. ასეთ ატმოსფეროში რა უნდა გა­მოსულიყო?“ – კითხულობს ოთ­არ მეღვინეთუხუცესი.

„ჰამლეტზე“, საბოლოოდ უარი თქვა სამხატვრო საბჭომ. მეღვინ­ეთუხუცესი, რუსთავის თეატრი­დან წამოვიდა და მარჯანიშვილში გააგრძელა მოღვაწეობა...

 

ეროსი მანჯგალაძის ჩავარდნილი „ყვარყვარე“

ეროსი მანჯგალაძემ, თეატრის ისტორიაში, ჯერ კიდევ სტუდ­ენტმა, 20 წლის ბიჭმა, გაინაღდა ადგილი ინსტიტუტში, ტოვსტო­ნოგოვის მიერ დადგმულ, გორკის „მდაბიონში“ ნათამაშევი ტეტერე­ვით, მაგრამ, მივიდა რუსთაველის თეატრში და...

ჩავარდნას ჩავა­რდნა ენაცვლებოდა. მარცხს – მა­რცხი. დამნაშავე? რეპერტუარი. აძლევდნენ უღიმღამო როლებს, შეჰყავდათ უკვე დადგმულ სპექ­ტაკლებში. მისი პერსონაჟები უფ­ერული ადამიანები იყვნენ. არათუ სრულყოფილად, მინიშნებითაც არ გამოვლენილა მისი ნიჭიერება.

ასე გრძელდებოდა მთელი ოთხი წელიწადი, მერე იყო დაუვიწყა­რი „პეპო“, „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“ და ისევ ჩავარდნები – 2 წელიწადში 8 როლი ითამაშა, მხოლოდ ნაწილობრივ თუ ახერ­ხებდა ნიჭის გამოვლენას, ასე იყო მანამ, სანამ თუმანიშვილმა არ დააკავა „ესპანელ მღვდელში“, სა­დაც ვულკანურად იფეთქა მისმა კომედიურმა ნიჭმა, მერე იყო ახ­ალი ვულკანი – ამჯერად ტრაგიკ­ული ნიჭის – ოიდიპოსი...

ჩავარდ­ნა მერეც ჰქონდა, არადა, წესით, არ უნდა ჰქონოდა... კომედიების დიდოსტატმა დოდო ალექსიძემ „ყვარყვარე თუთაბერი“ დადგა, ყვარყვარე ეროსი მანჯგალაძე იყო. რეჟისორიც ფოიერვერკული კაცი იყო, არტისტიც, მაგრამ მა­თმა ფოიერვერკმა ვერ გაისროლა – „ჩაიჩუილა“... „ეროსის ჰქონდა მახვილგონი­ვრული ადგილები, იყო საინტერე­სო სცენები, მაგრამ სპექტაკლმა კვალი ვერ დატოვა. წარმოდგენას არ ჰქონდა კონცეპტუალური გა­დაწყვეტა, ახალს არაფერს ამბო­ბდა, სათქმელი არ იყო გამოკვეთ­ილი, ნათელი...“ – წერს ეროსის მეგობარი, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე...

ავტორი: რეზო შატაკიშვილი.

გაზეთი "პრაიმტაიმი" N46(87)-ის არქივიდან 2010 წ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!