ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბები„47 კუბო იდგა. მხოლოდ ერთს ჰქონდა მიკრული შავი ვარდი, არავინ იცის ვინ...
თვითფრინავის ბილეთები

„47 კუბო იდგა. მხოლოდ ერთს ჰქონდა მიკრული შავი ვარდი, არავინ იცის ვინ მიიტანა…“ – ვლადიმერ დავითაშვილის ამბავი (გმირი)

frenis kompensaciafrenis kompensacia

გიორგობა დღეს – 6 მაისს დაიბადა 1989-ში. სოფელში “ვოლკს“ ეძახდნენ, ჯარში – ბი­რთვისელს. ჯანღონით სავსე იყო. ვერცხლისწყ­ალივით დაუდგრომელი. ყველაფერს ასწრებ­და: კარგად სწავლასაც, ცურვასაც, ჯირითსაც, კარატეში ვარჯიშსაც, შრომასაც…

9 კლასი ისე დაამთავრა, სამიანი არ გამოჰყოლია. მე­რე მოუსვენარი გამხდარა… კარგად ცურავდა. მთელ ზაფხულს ალგეთის წყალსა­ცავზე ატარებდა. ცხენზე ჯირითი უყვარდა. ხშირად აკითხავდა პაპას მა­ნგლისში და დააქროლებდა ბედაურებს. ხალისით მიჰყვებოდა ტუ­რისტებს ბირთვისის ციხეზე, გიდის მაგიერ, და სიამაყით აცნობდა მშობლიურ მხარეს. უყვარდა მშობლიური სოფე­ლი, მაგრამ გული თბილისში ცხოვრებისკენ უწევდა…

სამხედრო საქმე მოსწონ­და და აპირებდა კიდეც, სკ­ოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას. 18 წლის გახდა თუ არა, ჯარში გაიწვიეს. წავიდა და მხედ­რული ვალი რომ მოიხადა, ჯარში დარჩენა გადაწყვიტა. დედას არ უნდოდა ისევ ჯა­რში გაშვება. მან მაინც გა­აფორმა კონტრაქტი სამშობლოსთან – ჯარის ცხოვრობა მოსწონდა ძალიან. ვაზიანში, მეოთხე ბრიგ­ადაში მსახურობდა ოცმეთა­ურად – სულ ათი თვე….

ერ­აყში წასასვლელად ემზადე­ბოდა, მაგრამ… შეყვარებული ჰყავდა, უც­ნაურად გაცნობილი გოგო. ჯარში ამერიკული იარაღი რომ დაურიგეს, იმ იარაღზე ნომერი ეწერა, ჯარისკაც­მა ტელეფონზე ის ნომერი აკრიფა… ლაშა იკითხა სა­სხვათაშორისოდ… გოგონამ უპასუხა. ცოტა ხანში ისევ დარეკა და გოგონას გაცნობა შესთავაზა…

ექვსი თვე უყვარდათ ერ­თმანეთი. დედასაც უთხრა -გაგაცნობო. ერაყიდან და­ბრუნებამდე დაოჯახებას არ აპირებდა. ყოველ შემთხვევ­აში, შინ ასე ამბობდა, მაგრ­ამ… 7 აგვისტოს, გამთენიი­სას, ვიდრე ომში წავიდოდა, გოგონას დაურეკა – „თუ ცო­ ცხალი დავბრუნდი, ცოლად უნდა მოგიყვანოო“. გოგონა ატირდა. ბიჭი გაუბ­რაზდა – ნუტირი, თორემ აღარ დაგირეკავო…

 

                                                            სიკვდილი გმირისა

ღამით თავისი უმცროსი ძმ­ის ოთახში შევიდა. მის საწო­ლთან ჩაიმუხლა. თავზე ხელი გადაუსვა, მოეფერა – შენ რომ ვინმემ რამე დაგიშაოს, არ ვიცი რას ვუზამ… მერე დის ოთახში შევიდა. დასაც მოეფერა, აკოცა. ოთახიდან გამოსულმა დედა დაინახა, რომელიც თვალს ად­ევნებდა. უკვე დიდი ვარ, არ­აფერს დავაშავებო. გულში ჩა­იკრა დედა, აკოცა და დაიძინა. ეს ომამდე ერთი კვირით ად­რე ხდებოდა.

ბოლოს შინიდან, 3 აგვისტოს გავიდა. ოჯახის მანქანა გაფუჭებული იყო, მე­ზობლის ბიჭს სთხოვა სამარშ­რუტო ტაქსამდე მიყვანა. მისი თანდასწრებით დედისთვის კოცნა მოერიდა, ხელი დაუქნია მხოლოდ. არადა, კოცნით ემშვ­იდობებოდა სულ. ხელი დაუქ­ნია და წავიდა…

შინ 5 აგვისტოსაც დარეკა, 6 აგვისტოსაც… დედას დაღონე­ბული ეჩვენა. „არაფერი არ მი­ ჭირს, გეჩვენება“ – დაამშვიდა დედა.

7 აგვისტოს წავიდა ომში. შინ არც კი დაურეკია – „ჩემე­ბს ვერ ვეტყვი, ომში რომ მივდ­ივარ“… ტელეფონი ჩააბარა და წავიდა… ომის დაწყებით თავზარდა­ ცემული დედა რეკავდა… ბიჭს ტელეფონი გათიშული ჰქონ­და. რეკავდა მის მეგობრებ­თან, ზოგს გათიშული ჰქონდა, ზოგთან არ გადიოდა…

დედა ყველასთან კითხულობდა მის ამბავს, ვერაფერს იგებდა… შვილი ამ დროს გააფთრებ­ით, უშიშრად იბრძოდა ცხინვა­ლში. მეზობელ სოფელში ჯარისკ­აცი დაბრუნდა ომიდან, ის ჯა­რისკაცი ეტყვის, ბიჭის დედას, რომ ბოლოს 8 აგვისტოს ნახა, როცა ტყეში ისვენებდნენ. ოჯახი ყველგან ეძებდა. და­ჭრილებში, ყველგან შვილის სურათებს არიგებდა, შვილის ამბავს კითხულობდა. ბიჭებმა რომ ვაზიანში იწყეს დაბრუნ­ება, დედა ვაზიანში მივიდა. ყველა მომავალ მანქანას წინ უდგებოდა, შვილს ეძებდა სი­სხლსა და ჭუჭყში ამოსვრილ ჯარისკაცებში. გარჩევა ჭი­რდა, უკუნი ღამე იყო. დედა იდგა და იძახდა – „და­ვითაშვილი“, იმედი ჰქონდა, ლადო თავის გვარს რომ გა­იგონებდა, გამოეხმაურებოდა დედას. დედას ამშვიდებდნენ, მათი ბატალიონი უკან მოდისო. არადა, ყველამ იცოდა, რომ…

12 აგვისტოს ღამე იყო… ის იყო ინათა… ვაზიანში 41-ე ბა­ ტალიონი ბრუნდებოდა, ბირთ­ვისელის ბატალიონი… ძალიან ცოტანი ისხდნენ მანქანაში. დედამ დაიძახა – „დავითაშვ­ილი“!!! ყველამ თავი დახარა. დედა მიხვდა, რომ მისი შვ­ილი ამქვეყნად აღარ იყო… ოცმეთაურის დედამ შინ ოცეულის სია იპოვა ტელე­ფონებით. ყველასთან რეკა­ვდა. არავინ პასუხობდა. ბოლოს ერ­თმა უპასუხა – თორნიკე გა­დელიამ. დავი­თაშვილის ამ­ბავი ჰკითხა. ჯარისკაცმა იუარა, არაფ­ერი ვიციო.

„როგორ თუ არ იცი? თქ­ვენი სერჟანტი იყო და მიგატოვათ?! – აღმოხდა დედას. არადა ზუსტად იცოდა დედამ თავისი გაზრდილი შვილის ამბავი – მის გვერ­დით მისი მეგობარი რომ მო­ეკლათ, ის, არც ტყვიას აა­რიდებდა თავს და არც თავის გადარჩენაზე იზრუნებდა. შემდეგ უკვე მამა, ძმა, ბიძა ურეკავდნენ ჯარისკაც გადელიას. უხსნიდნენ, რომ თუ რამე იცოდა უნდა ეთ­ქვა. ჯარისკაცმა ისღა თქვა – „ტელეფონში ვერაფერს, გეტყვით, ნორიოში ვართ და აქ მობრძანდით”…

ნორიოში წავიდნენ – თო­რნიკეს სანახავად. ჯარის ბიჭები იყვნენ ერთად – ტი­რილისგან დასიებული თვ­ალებით. თორნიკე ხმას ვერ იღებდა. სხვა ლაპარაკო­ბდა… მათ ნახეს როგორ აფ­ეთქდა „ბირთვისელი“… ალყაში მოუმწყვდევიათ და ტანკიდან უსვრიათ… ეს, 9 აგვისტოს, შუადღეს მომხდარა.

დარწმუნდნენ, რომ ლადო აღარ იყო ამქვეყნად. დედამ ბოლოს 26 აგვისტ­ოს, გადმოსვენებულ ბიჭე­ბში, მიაკვლია თავის ბიჭს. ბიჭს საბუთები თან ჰქონ­და.

47 კუბო იდგა. მხოლოდ ერთს ჰქონდა მიკრული შავი ვარდი… იქ „ბირთვისელი“ ესვენა. დედამ დღემდე არ იცის საიდან გაჩნდა ის შავი ვა­რდი მისი ვაჟის კუბოზე. მარიამობას სოფელში გა­დაასვენეს…

ვლადიმერ დავითაშვილი 19 წლის იყო.

 

გაზეთი “პრაიმტაიმი” N51(93) -ის არქივიდან 2010 წ.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით