2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ დღეს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და 73:81 დამარცხდა.
ქართველთა მხრიდან გამოირჩა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ილიას ზუროსის გუნდმა 1 გამარჯვებითა და 4 მარცხით ჯგუფში ბოლო, მე-6 პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა.
რამდენიმე წუთის წინ, გულშემატკივრების ფავორიტმა, სანდრო მამუკელაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი და ფოტო გამოაქვეყნა.
„ყველა ძალიან მიყვარხართ, მომავალ შეხვედრამდე“,- დაწერა მამუკელაშვილმა.