შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„სიმღერა მენატრებაო, ამბობდა... ბოლოს დეპრესიამაც შეიპყრო…“ - მამუკა ონაშვილის ბოლო წლებსა და...

„სიმღერა მენატრებაო, ამბობდა… ბოლოს დეპრესიამაც შეიპყრო…“ – მამუკა ონაშვილის ბოლო წლებსა და საბედისწერო დღეს მისი და იხსენებს

aviabiletebiaviabiletebi

მომღერალ მამუკა ონაშვილის და ტრაგიკულად დაღუპულ ძმაზე საუბრობს. მაია ონაშვილი ამბობს, რომ ნარკოზამდე მამუკა გონებაზე იყო, მაგრამ ოპერაცია ვერ გადაიტანა.

„დიდი სხვაობა არ იყო, გარეთ მამუკასა და შიგნით მამუკას შორის. იყო ძალიან თბილი, მოსიყვარულე, უსაზღვროდ კეთილი. რომ დაურეკავდა ვინმე, „შემოგევლე, გენაცვალე, გენაცვალე“ – ასე ეუბნებოდა ყველას.  ეს სიყვარული ახლა უფრო დავინახე, მე მგონი თვითონაც გაუკვირდებოდა. ძალიან გაუკვირდებოდა იმიტომ, რომ ადამიანი არ იყო, ვინც არ იტირა. მადლობა ამ სიყვარულისთვის, ეტყობა დაიმსახურა, თვითონ ვერ გრძნობდა. ძალიან თავმდაბალი იყო, არასდროს გამოუყენებია თავისი სახელი.

სადმე რომ გავდიოდით და გააჩერებდა მანქანას, მოვიდოდნენ, ეტყოდნენ „ბატონო მამუკა, როგორ გვიყვარხარო…“. ბოლოს რომ გაჩერდა ეს ყველაფერი, ვუთხარი, კიდევ ახსოვხარ ხალხს მეთქი… სახლის გარეთ ბევრი რამ არ ვიცოდით, რასაც აკეთებდა. ამის შესახებ არც იცოდა ლაპარაკი.

ძალიან უჭირდა სულიერად, გიჟდებოდა ისე უყვარდა თავისი საქმე, სიმღერა მენატრებაო, ამბობდა. მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში ჩავჯექით ყველა სახლში, თან ორჯერ კოვიდი გადაიტანა. შემდეგ ამოძრავდა, დაიწყო გასვლა-გამოსვლა, სულ მუშაობდა. 2011-2019 წლამდე საქართველოში არ ვიყავით. მე მასთან ერთად ვცხოვრობდი, მოვიარეთ სხვადასხვა ქვეყანა. 

ძალიან შრომისუნარიანი იყო, მაგრამ ბოლოს დეპრესიამაც შეიპყრო… ამის მიზეზი იყო ის, რომ სახლში დაჯდა, მოეშვა. ბოლო პერიოდში იყო ქორწილები, დაბადების დღეები, ეხმარებოდნენ მეგობრები, რომლებიც მხარში ედგნენ. 

სულ ურეკავდნენ, მოსვლა უნდოდათ, გადაღება, მაგრამ რატომღაც არ მიდიოდა და სულ ვბრაზობდი, ასე ხალხი დაგივიწყებს მეთქი. თურმე არ დაივიწყა... საზოგადოების ეს რეაქცია რომ ენახა, გაგიჟდებოდა, მართლა დაირცხვენდა.“ - ამბობს მაია ონიანი.

მომღერლის და ტრაგედიის დღეს იხსენებს.

„4 მეგობარი, რომელიც ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს, საღამოს საჭმელად წავიდა. დაწვრილებით არ გამიგია, არც ვკითხულობ იმ მეგობრისგან, რომელიც ძალიან დაზარალდა და 6 თვე უნდა იწვეს. მე ვუთხარი, 40-ის მერე მოვალ და ყველაფერს გავიგებ-თქო. 

არ ვიცი რატომ გამოვიდნენ რესტორნიდან, ვერ გავიგე რა მოხდა. თვითონ არ იჯდა საჭესთან... ასე ამოაყირავა იმ ბიჭმა, ეტყობა ეგ იყო მაგისი ბოლო. სულ ვეჩხუბებოდი და იმას ვჩიოდი, ღამე ნუ ჭამ, ის რატომ ჭამე, ეს რატომ ჭამე, მაგაზე გვქონდა სულ კამათი. და თურმე რით უნდა მოკვდეს. ყველაზე მეტად მაგაზე ვდარდობ, საერთოდ რატომ ვეუბნებოდი. 

კატეგორიულად გააფრთხილა თურმე მეგობრები, რომ დედაჩემს და ჩემს დას არ უთხრათ, სანამ ოპერაცია არ დამთავრდებაო და მე გავიგე მეორე დღეს. ჩამომაკითხა მისმა მეგობარმა და ...  ოპერაციას ვერ გაუძლო. საღ გონებაზე იყო, ხუმრობდა თურმე, გული გაუჩერდა მერე, წნევას ვეღარ არეგულირებდნენ.“ - იხსენებს მაია ონაშვილი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!