შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა“აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიით მოკლული…” -უჩვეულო საფლავის ქვების ისტორიები

“აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიით მოკლული…” -უჩვეულო საფლავის ქვების ისტორიები

amindi

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში უამ­რავ გან­სხვა­ვე­ბულ საფ­ლა­ვის ქვას წა­ა­წყდე­ბით – უჩ­ვე­უ­ლო წარ­წე­რე­ბით თუ ფორ­მით… ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა ელ­დარ ნა­დი­რა­ძემ პირ­ველ­მა გა­მო­იკ­ვლია სა­ქარ­თვე­ლოს მე­მო­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა – მო­ახ­დი­ნა ძეგ­ლე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცია, ქრო­ნო­ლო­გია, შე­ის­წავ­ლა მათ­ზე არ­სე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა, რომ­ლე­ბიც დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

საფ­ლა­ვის ქვებ­სა და გლო­ვის ტრა­დი­ცი­ებ­ზე ელ­დარ ნა­დი­რა­ძემ AMBEBI.GE-ს უამ­ბო:

– ბა­ტო­ნო ელ­დარ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი საფ­ლა­ვია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბით, მა­გა­ლი­თად სო­ფელ გოს­ტი­ბე­ში საფ­ლა­ვის ქვა­ზე ვკი­თხუ­ლობთ – “აქ გა­ნის­ვე­ნებს სი­ძის ნას­რო­ლი ტყვი­ის­გან მკვდა­რი წიკ­ლა­უ­რი…”

– გოს­ტი­ბე სო­ფე­ლია შიდა ქარ­თლში, სა­დაც ადრე ხევ­სუ­რე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლეს… იქ საფ­ლა­ვის ქვე­ბი ქარ­თლუ­რი წე­სი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ხევ­სუ­რუ­ლი ტრა­დი­ცია ნაკ­ლე­ბად სჩანს. ზო­გა­დად, ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ასე­თი წარ­წე­რე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მხო­ლოდ ჩვენ­თან. საფ­ლა­ვის ქვა­ზე წარ­წე­რის ში­ნა­არსში ჩა­დე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლის პრო­ფე­სი­ის, ხე­ლო­ბის, წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი: მწყემ­სი, გუთ­ნის დედა, ქვი­თხუ­რო, კა­ლა­ტო­ზი, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, სა­ე­რო მოღ­ვა­წე და ა. შ.

სად იყო უძველესი 9 სასაფლაო თბილისში – გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციები დედაქალაქში

რო­გორც წესი, გა­მორ­ჩე­უ­ლია ტრა­გი­კულ ნი­ა­დაგ­ზე გარ­დაც­ვლილ­თა საფ­ლა­ვე­ბი და ეს გა­მო­ხა­ტუ­ლია, რო­გორც ძეგლ­თა შემ­კუ­ლო­ბა­ში, ასე­ვე წარ­წე­რა­თა ში­ნა­არსში. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ორი­გი­ნა­ლუ­რი და შე­და­რე­ბით პომ­პე­ზუ­რი ტი­პის საფ­ლა­ვის ძეგ­ლე­ბი გვხვდე­ბა ქვი­თხუ­რო­ო­ბით გან­თქმულ ცენ­ტრებ­ში მაგ. იმე­რეთ­ში. ასე­თია: ჭოგ­ნა­რი, ჭი­ლო­ვა­ნი და კურ­სე­ბი.

– ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი წარ­წე­რე­ბი სად შეგ­ხვდათ?

– ასე ვერ გა­მოვ­ყოფ, რად­გან ესაა ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვა და ასე­თი წარ­წე­რა ძი­რი­თა­დად ჭი­რი­სუფ­ლის გან­წყო­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა ბევ­რად გა­ნა­პი­რო­ბებს წარ­წე­რის ხა­სი­ათს. სევ­და და წარ­მავ­ლო­ბის მძაფ­რი გან­ცდა სა­ერ­თო ფო­ნად გას­დევს ეპი­ტა­ფი­ა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას. ამ მო­მენ­ტი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ან­თა გან­ცდა – რაც შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს მათი საყ­ვა­რე­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ძეგლი.

ამის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ და­ვა­სა­ხე­ლებ მე­მო­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ტო­ტებ­შეჭ­რი­ლი ხის ეგ­ზემპლა­რებს, რომ­ლე­ბიც სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ ადა­მი­ა­ნის შე­წყვე­ტილ ცხოვ­რე­ბას. ამ ფაქ­ტში მოს­ჩანს ასე­ვე უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ის ნაკ­ვა­ლე­ვი ხის თაყ­ვა­ნის­ცე­მი­სა, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოდ და ეს მა­რა­დი­უ­ლო­ბა ამ ფორ­მი­თაა გა­და­ტა­ნი­ლი საფ­ლა­ვის ძეგლ­ში.

– კი­დევ რა ფორ­მის საფ­ლა­ვის ქვე­ბი იყო ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი?

– ნა­ტუ­რა­ლუ­რი ზო­მის ქან­და­კე­ბა­ნი, ტაძ­რის ფორ­მის ძეგ­ლე­ბი, ლო­დე­ბის აუ­ა­რე­ბე­ლი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, ზო­ო­მორ­ფუ­ლი ძეგ­ლე­ბი, მა­ტუ­რე­ბი (ფეხ­ზემ­დგო­მი ძეგ­ლე­ბის ორი­გი­ნა­ლუ­რი ნი­მუ­ში), ერთი ლოდი ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სათ­ვის, სახ­ლის ტი­პის ძეგ­ლე­ბი, რო­ტონ­დე­ბი­თა და კო­ლო­ნა­დე­ბით აგე­ბუ­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, ესაა უმ­დიდ­რე­სი მა­სა­ლა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში შეხ­ვდე­ბით, ამ ძეგ­ლებ­ში ასა­ხუ­ლია ქვი­თხუ­რო­ე­ბის დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი, ხალ­ხუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ანა­რეკ­ლი და რაც მთა­ვა­რია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა.

– სა­ინ­ტე­რე­სოა, სახ­ლი­სა და ტაძ­რის ფორ­მე­ბის გა­და­ტა­ნა საფ­ლა­ვის ძეგლ­თა შემ­კუ­ლო­ბა­ში რი­თია გა­მოწ­ვე­უ­ლი?

– ბიბ­ლი­ა­ში ტა­ძა­რი და სახ­ლი გა­ი­აზ­რე­ბა, რო­გორც ღვთი­უ­რი სამ­ყა­როს მიკ­რო­კოს­მო­სი. ეს გახ­ლავთ არა მხო­ლოდ ბიბ­ლი­ის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი რე­ლი­გი­ე­ბის მო­ნა­პო­ვა­რი. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ით, ტა­ძა­რი ის ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ეზი­ა­რე­ბა ღვთის სა­ი­დუმ­ლოს, სუ­ლი­ერ შო­ბა­სა და გან­სპე­ტა­კე­ბას. სახ­ლი, რო­გორც ტაძ­რის პირ­ველ­სა­ხე იგი­ვე ფუნ­ქცი­ი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი და ორი­ვეს გა­აჩ­ნია სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა – და­ეხ­მა­როს ადა­მი­ა­ნის სულს, რო­გორც სა­ა­ქაო, ისე­ვე სა­ი­ქიო ცხოვ­რე­ბა­ში. ხალ­ხურ­მა აზ­როვ­ნე­ბამ გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე გა­მო­ხა­ტა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფორ­მით.

სა­საფ­ლაო სო­ფელ ფა­ხუ­ლან­ში, წა­ლენ­ჯი­ხა. ფოტო: „ლა­ივპ­რე­სი“

– დღეს სად გვხვდე­ბა ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი საფ­ლა­ვე­ბი?

– მსოფ­ლიო მე­მო­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რას აქვს გან­საც­ვიფ­რებ­ლად დიდი მას­შტა­ბე­ბი. ეგ­ვიპ­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბი­დან მო­კი­დე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სი­თა და ჩვე­ნი დრო­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ესაა გრან­დი­ო­ზუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის უბრწყინ­ვა­ლე­სი ნი­მუ­შე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზოგ­ჯერ უკ­ვირთ ჩვე­ნე­ბუ­რი საფ­ლა­ვე­ბის პომ­პე­ზუ­რო­ბა და ავი­წყდე­ბათ მსოფ­ლიო მე­მო­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის დონე, რო­მე­ლიც აო­ცებს ადა­მი­ანს თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­მხრი­ო­ბით.

თბი­ლის­ში ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია მთაწ­მინ­და, დი­დუ­ბე, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლაო… მარ­თა­ლია მათ­ში არ ჩანს პომ­პე­ზუ­რი სახ­ლე­ბი­სა და ტაძ­რე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, მაგ­რამ რა­ღაც დე­ტა­ლებ­ში მა­ინც არის მი­ნიშ­ნე­ბა ასე­თის შე­სა­ხებ.

– სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თქვე­ნი აზრი სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ორი­გი­ნა­ლუ­რი საფ­ლა­ვის ტი­პის შე­სა­ხებ

– ასე­თე­ბად მი­მაჩ­ნია ზო­ო­მორ­ფუ­ლი ძეგ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სამ­ხრეთ და სამ­ხრეთ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ზო­ო­მორ­ფუ­ლი ნიშ­ნავს ცხე­ნი­სა და ცხვრის ქან­და­კე­ბებს საფ­ლა­ვებ­ზე. ცხვა­რი სა­ერ­თოდ წმინ­და ცხო­ვე­ლია და ადა­მი­ა­ნის­თვის მის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. ამი­ტომ გა­და­ვი­და მისი ფორ­მა საფ­ლა­ვის ძეგლ­ში, ის რაც ადა­მი­ანს ჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც თა­ვი­სე­ბურ ასახ­ვას ჰპო­ვებს. მეც­ნი­ე­რე­ბა­ში გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ ცხვრი­სა და ცხე­ნის ქან­და­კე­ბე­ბი მხო­ლოდ მწყემ­სე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე იყო, მაგ­რამ არაა მარ­თა­ლი…

ასე­თი ტი­პის ძეგ­ლე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში, ირან­ში, თურ­ქეთ­ში და გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ იგი მხო­ლოდ თურ­ქმან­თა სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა რაც არ და­ა­დას­ტუ­რა ამ ძეგლ­თა კომ­პლექ­სურ­მა შეს­წავ­ლამ. დღეს გარ­კვე­ვით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­ო­მორ­ფუ­ლი ძეგ­ლე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ქარ­თველ ხე­ლო­სან­თა მიერ და ისი­ნი დგა­ნან ქარ­თველ­თა საფ­ლა­ვებ­ზე. საფ­ლავ­სა და სა­საფ­ლა­ოს ზო­გა­დად დიდი დატ­ვირ­თვა გა­აჩ­ნია. სა­დაც არის ადა­მი­ა­ნი, პრე­ტენ­ზი­აც აქვს იმ მი­წა­ზე!

სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს მო­გახ­სე­ნებთ: აბ­რა­ამს რომ ცოლი – სარა გარ­და­ეც­ვა­ლა, მას უთხრეს, მოგ­ცემთ მი­წას და შენი ცოლი და­ა­საფ­ლა­ვეო. აბ­რა­ამ­მა იუ­ა­რა, მან ფული გა­და­ი­ხა­და, რად­გან ნა­ჩუ­ქა­რი მუ­დამ დაყ­ვედ­რე­ბის სა­გა­ნია… მას სურ­და თა­ვის ცო­ლის საფ­ლა­ვით ეს ქვე­ყა­ნა თა­ვის სამ­შობ­ლოდ გა­ე­ხა­და, ფული გა­და­ი­ხა­და და საფ­ლა­ვი და­ა­კა­ნო­ნა. საფ­ლა­ვით და­ი­კა­ნო­ნეს თა­ვი­სი პირ­ვე­ლო­ბა ქსნის ხე­ო­ბა­ში მო­სულ­მა ერის­თა­ვებ­მა და ქსნის სა­ე­რის­თა­ოს ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი. რო­დე­საც ძველ ქარ­თულ წყა­რო­ებ­ში ფე­ო­და­ლის ქო­ნე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ – მისი ციხე, სახ­ლი და სა­საფ­ლაო… ამი­ტომ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ სა­საფ­ლა­ოს და მის კულ­ტუ­რას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს!

ფოტოები: გია გა­გო­ში­ძე

წყარო – ambebi.ge

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!