სამშაბათი, აპრილი 30, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოებალელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება საქართველოზე

ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება საქართველოზე

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ემუქრება თუ არა საქართველოს წყლის დეფიციტი და მოსავლის განადგურება – რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია:

მეგობრებო, ალბათ უკვე ბევრმა იცით, რომ ანომალიური გვალვების გამო მსოფლიოს დიდ მდინარეებში წყალი მნიშვნელოვნად დაშრა. წყლის დონის ასეთი კლება, ზოგი ვარაუდით, 500 წელია, არ მომხდარა.

როგორც მსოფლიო პრესა წერს, დასავლეთ ევროპაში მდინარეებში წყლის დონემ იმდენად დაიწია, რომ „მშიერი ქვებიც“ კი გამოჩნდა.

ეს არის ლოდები მდინარეების ფსკერზე, რომლებზეც შუა საუკუნეების ევროპის მოსახლეობა გზავნილებს კვეთდა შთამომავლებისთვის, აფრთხილებდნენ რა მათ გვალვისა და შიმშილის საშიშროების შესახებ წყლის ნაკლებობის გამო. სწორედ ამიტომ ეწოდა მათ „მშიერი ქვები“. ასეთ ლოდებს შეხვდებით ნიდერლანდებში, გერმანიასა და ჩეხეთში — მდინარეებში რაინსა და ელბაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ელბას ერთ-ერთ „მშიერ ქვაზე“ გერმანულ ენაზე ამოკვეთილია წარწერა: „როცა დამინახავ, იტირე“. ეს წარწერა 1616 წლით თარიღდება.

მანამდე ევროპის მდინარეებში „მშიერი ქვები“ გამოჩნდა, მაგალითად, 1876 წელს. მაშინ Teplitzer Zeitung-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომ ელბაში წყლის დონე ერთი მეტრი იყო. გვალვამ გამოიწვია მოსავლის უკმარისობა და, შედეგად, მასობრივი შიმშილი და სიკვდილი. მოგვიანებით „მშიერი ქვები“ შენიშნეს 1918 წელსაც, როდესაც მსოფლიო ასევე განიცდიდა წყლისა და შესაბამისად, სურსათის დეფიციტს.

წყლის პრობლემა ახლა ბევრ ქვეყანას აწუხებს. ევროპის ქვეყნების მთავრობებმა მოქალაქეებსაც კი მიმართეს და წყლის ეკონომიურად გამოყენება სთხოვეს. დიდ ბრიტანეთში შლანგებით მორწყვაც კი აკრძალა ხელისუფლბეამ.
წყლის რესურსების ესპანელი ექსპერტი ნურია ერნანდეს-მორა ამბობს, რომ ამჟამინდელი გვალვა სერიოზულ კითხვებს აჩენს მთელი კონტინენტის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ჩვენ ვიყენებთ იმაზე მეტ წყალს, ვიდრე გვაქვს. კლიმატის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში რესურსებზე წვდომა კიდევ მეტად შემცირდება. გვალვები გარდაუვალია, ეკონომიკური ზარალი გაიზრდება“.
გარდა ამისა, წყლის დონის ვარდნა დასავლეთ ევროპაში ლოგისტიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, რადგან მდინარეებით ტრანსპორტირება პრობლემური, ან სრულიად შეუძლებელი იქნება. ამ დროისათვის ევროპის მთავარი სატრანსპორტო არტერია — მდინარე რაინი, უკვე ძნელად უმკლავდება ნახშირის ტრანსპორტირებას, რაც თბოელექტროსადგურებში ნედლეულის მწვავე დეფიციტს გამოიწვევს.

საფრანგეთში კი სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო რთული იყოს, რადგან მდინარეებში წყლის ტემპერატურა არ იძლევა საშუალებას, რომ წყალი ეფექტურად გამოიყენონ ატომური ელექტროსადგურების გასაგრილებლად. ამიტომ ფრანგებს ატომურ ელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის წარმოების შემცირება უწევთ…
ალბათ უკვე ხვდებით, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება ქალბატონი ლელა კაკულიას ადრინდელ წინასწარმეტყველებებს უკავშირდება.

ქართველმა ფენომენმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში იწინასწარმეტყველა და შემდგომშიც არაერთხელ გაიმეორა, რომ მსოფლიოს გვალვები და წყლის დეფიციტი ემუქრებოდა. გარდა ამისა, იწინასწარმეტყველა ისიც, თუ რა ელოდება საქართველოს ამ რთულ მომენტში.

შეგახსენებთ რამდენიმე ძველ ჩანაწერს, რომლებიც მანამდე უკვე გამოქვეყნდა საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, და ასევე შესულია წიგნში „ახალი სიტყვა“ – ქართულ, ინგლისურ და რუსულ გამოცემებში.

1992 წელი, 22 მარტი
ვხედავ მსოფლიოში წყლის უკმარისობას.

1993 წელი, 20 აპრილი
საჭიროა ყურადღების გამახვილება სოფლის მეურნეობაზე: მოდის დიდი გვალვები, წყალთან დაკავშირებით დიდი პრობლემები იქნება.

2007 წელი, 10 ივლისი
წყალი? ნათესები ხმება. დიახ, როგორც ზღაპრებშია, გველეშაპი რომ იჯდა წყლის სათავეში. ჰოდა, მოვა მზეჭაბუკი და გველეშაპს გაანადგურებს.

2008 წელი, 1 მარტი
ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. ფრთხილად! დედამიწა იცვლება… მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება, დაშრება და ყველაფერში კი ადამიანია დამნაშავე.

2010 წელი, 20 აგვისტო
გლობალური დათბობა, რა თქმა უნდა, დიდ ცვლილებებს მოიტანს დედამიწაზე. მკვეთრად იცვლება თვითონ ბუნებაც…
რაც შეეხება საქართველოს, ვხედავ, საქართველოც განიცდის ბუნების შემოტევებს, მაგრამ, ეს ის არ არის, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დატრიალდება, ვინაიდან საქართველო — ზუსტად ვიცი და ვხედავ — ნოეს კიდობანია!
საქართველო ბუნების რისხვას გადაურჩება. ეს ასეა ასი პროცენტით. ვხედავ, ის ქვეყნები, რომელნიც მდიდარია წყლის მარაგით, გადარჩებიან. უცნაურია? მაგრამ ასე ვხედავ.

<…> დიახ, ქვეყნები, რომლებიც ბუნების რისხვას ვერ გადაურჩებიან, მიიღებენ დიდ დარტყმას, საქართველო კი გადარჩება. ასეთია წინასწარმეტყველება, რომელიც მთელი სიზუსტით ასრულდება.
<…> მინდა აღვნიშნო, რომ მომავალში საქართველოდან უფრო მეტი სუფთა წყაროს წყალი გაედინება და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზარზე. ეს ასეა. ჯერ კიდევ 1984 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ დედამიწაზე წყლის უკმარისობა იქნებოდა, ხოლო საქართველოლო კი მდიდარია ამ მაცოცხლებელი სითხით, რომელიც არასდროს დაშრება.

საქართველო, ვხედავ, თითქმის ინარჩუნებს თავის კლიმატს, ფაუნასა და ფლორას. არავითარ კატასტროფულ ცვლილებებს არ ვხედავ.

2012 წელი, 21 მარტი
ძალიან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. იღვიძებენ ვულკანები ერთმანეთის მიყოლებით, მდინარეები შრება, ხოლო მიწა მოსავალს არ იძლევა. და თუ რატომ ჰქვია საქართველოს სამოთხე, აი მაშინ მიხვდება ყველა: პურიც გვაქვს, წყალიც, მდინარეებიც, ზღვაც, მთაც თოვლით, ხილიც, საქონელიც და საერთოდ ყველაფერი. ჩემი საყვარელი ქვეყანა, როგორც ყოველთვის, გადარჩება.

2016 წელი, 6 თებერვალი
მინდა გავიხსენო წინასწარმეტყველება სასმელი წყლის შესახებ. 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ, როცა მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნებოდა, საქართველოს არაფერი დაემუქრებოდა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში სასმელი წყლის ულევი მარაგი არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ზუსტად წყალი აცოცხლებს ადამიანს.

2020 წელი, 1 ივლისი
ვხედავ, მსოფლიოს წყლის დეფიციტი ემუქრება. მაგრამ არა საქართველოს — ყველაზე მეტი წყალი სწორედ ჩვენს ქვეყანას ექნება. ძალიანაც კარგი!

ყველაზე ლამაზად და მსუბუქად საქართველო გამოვა სირთულეებიდან. უფრო მეტიც, ყველაზე მისაღები ხალხი ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც იქნებიან ჩემი ქართველები.

2021 წელი, 18 აპრილი
კოსმოსიდან წამოსული ენერგია იცავს საქართველოს მიწას, მდინარეებსა და ყოველივე იმ სილამაზეს, რაც მსოფლიოში არ არსებობს.

განსაკუთრებით წყალთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო: მსოფლიოში წყლის დეფიციტი იქნება. ეს კი საქართველოსთის ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი ტბაა, როგორც წარსულში ვთქვი, ჩვენი ქვეყანა წყლებზე „ზის“ — სუფთა წყლებზე. და ეს წყლები უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ბენზინი. აი, ნახავთ.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!