ცოტახნის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზევზე გავრცელდა. როგორც განცხადებაში ეწერა, სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გონება ორჯერ დაკარგა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა მასთან ევროპელი ექიმების შეშვების შესახებ განაცხადა, ეს საკითხი დაყოვნებულია.
“არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ. დღეს ორჯერ დავკარგე გონება.
ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა, ევროპელ ექიმებს შევუშვებთო და ეს საქმე უკვე 10 დღე ყოვნდება, მაგრამ, სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ“, – წერს სააკაშვილი.