ბელგია, ქალაქი ანტვერპენი, ჟანდე ვოსლეს ქუჩა - ეს იმ ბინის მისამართია, სადაც ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის ცხედარი იპოვეს.
ე.წ არაბების დასახლებაში ლიზა ქისტაური შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, ლიზა იქ 2 თვის წინ გადავიდა, ხოლო ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი შეყვარებული მშობლიურ ავღანეთში გაემგზავრა.
კურიერი P.S-ს ბინა დალუქული დახვდა.