მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა რესტორან თბილისში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა კაცს, რომელიც რესტორანში მზარეულად მუშაობდა, თანამშრომელმა ქალმა დანა 3-ჯერ ჩაარტყა.
შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.
”მეგატვ” -მ ცოტახნის წინ კადრები მოიპოვა.