შოთა არველაძე თბილისის "დინამოს" მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ამის შესახებ ვეტერანი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს.
,,გიორგი ჭიაბრიშვილს მალე გამოჯანმრთელებას, მის ოჯახს და მეგობრებს მხნეობას ვუსურვებ.
იმედი მაქვს, მალე დაუბრუნდები საყვარელ საქმეს", - წერს შოთა არველაძე ,,ფეისბუქში".
ცნობისთვის, „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს.
გიორგი ჭიაბრიშვილს ოპერაცია დასჭირდა.