ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ლილიპუტების წარმოდგენაზე წასვლა მომთხოვა... არ შევწინააღმდეგებივარ, აზრიც არ ჰქონდა...“- რეზო თაბუკაშვილი

„ლილიპუტების წარმოდგენაზე წასვლა მომთხოვა… არ შევწინააღმდეგებივარ, აზრიც არ ჰქონდა…“- რეზო თაბუკაშვილი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მწერალი რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი), ბებიას, მედეა ჯაფარიძეს იხსენებს და ბავშვობის ერთ-ერთ საინტერესო ისტორიას, სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„ლილიპუტებზე და დოქტორ მენგელიზე იყო ყველა ფილმი.

ცირკისთვის კარგად დიდი ვიყავი უკვე, თოთხმეტი წლისა, როცა ბებიაჩემმა, მედეა ჯაფარიძემ, წარმოდგენაზე წასვლა მომთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ (აზრიც არ ჰქონდა, მუდამ გაჰქონდა თავისი და ცუდს არასდროს შემოგთავაზებდა).

მართლაც, შთამბეჭდავი წარმოდგენა იყო ლილიპუტების. „შენ არ იცი, რამხელა შრომას დებენ ეს არტისტები არენაზე გამოსვლისას და იქამდე, რეპეტიციებისას,” – მეუბნებოდა.

მეორე დღეს, ჩვენს ფიქრის გორის სახლში დაპატიჟა მთელ მსოფლიოში ცნობილი ლილიპუტების „ტრუპას” ხელმძღვანელი წყვილი, ცოლ-ქმარი .

ძალიან მოხდენილად ჩაცმულები გვესტუმრნენ – კაცი ჰალსტუხით და პიჯაკით, ქალი ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი, სამკაული ეკიდა ყელზე ლამაზი, მახსოვს.

ორი საათი ვისხედით სუფრასთან მე, დიდი მედეა და ჩვენი სტუმრები. მათი შრომის სპეციფიკაზე ელაპარაკებოდა დიდი მედეა და მათი მოგზაურობების, სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლების შეფასებები განსხვავებებზე ეკითხებოდა.

მე ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი მათი არცთუ იოლი შრომის დეტალებს. იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემთვის გააკეთა ეს ბებიაჩემმა, რაღაცას მაზიარებდა, რაც თანდათან უნდა მესწავლა და დამემუღამებინა“ – წერს თაბუკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მწერალი რეზო თაბუკაშვილი დაიბადა 1971 წლის 13 მაისს თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994-2000 წლებში იყო ლიტერატურულ ჟურნალ „XX საუკუნის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, 2000-2004 წლებში კი ინგლისურენოვან ჟურნალ „New Century“-ისა და ასევე ჟურნალ „ახალი საუკუნის“ მთავარი რედაქტორი.

არის ორი დოკუმენტური სცენარის ავტორი: „ქეთევან წამებული” (2003),  „კოლაუ ნადირაძე” (2007),

გამოცემული აქვს პროზაული კრებულები: ავტობიოგრაფია პროფილში (1999), დაულაგირი: ABC (ანაპურნას საბაზო ბანაკი) (2005), არასაფრენი დღეები (2005), მზეო, არ ამოხვიდე (2009), გემების ჩრდილქვეშ (2012), მესამე თვალი (2016) და რომანი 13 დღე. 

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!