82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი პელე გარდაიცვალა.
მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ქიმიოთერაპიის კურსმა შედეგი ვერ გამოიღო და რამდენიმე დღის წინ ახლობლები საავადმყოფოში გამოემშვიდობენ.
პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ერთადერთი ფეხბურთელია (1958, 1962, 1970). ის "სანტოსისა" და ნიუ იორკის "კოსმოსის" ღირსებას იცავდა.
პელე ნეიმართან ერთად ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია (77 გოლი). მან მსოფლიოს ჩემპიონატებზე 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მათ შორის 3 ფინალში გამარჯვების მომტანი.
პელე ფიფას, World Soccer-ისა და France Football-ის ვერსიით XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული, ხოლო საერთაშორისო
ოლიმპიური კომიტეტის მიერ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.