შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"არც ნაძვის ხე მაქვს, არც - სამზადისი... თუ გოზინაყი და ტოლმა არ...

“არც ნაძვის ხე მაქვს, არც – სამზადისი… თუ გოზინაყი და ტოლმა არ მექნება, შემწვარ კარტოფილს შევჭამ, შარშან ერთი ჭიქა ღვინით შევხვდი” – ქეთი ხუციშვილის განსხვავებული ახალი წელი

amindi

ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლის მიერ "ჩცდ"-ში შექ­მნი­ლი ქარ­თლე­ლი ქა­ლის პერ­სო­ნა­ჟი ყვე­ლას უყ­ვარს. ამ როლ­მა დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა და წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა... დღეს ქეთი კო­მე­დი­უ­რი გა­და­ცე­მის მსა­ხი­ო­ბია და მა­ყუ­რე­ბელს მისი და­ნახ­ვა ყველ­გან სი­ა­მოვ­ნებს.

ქეთი ხუ­ციშ­ვილს წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ შე­ვეხ­მი­ა­ნეთ, რათა გაგ­ვე­გო, რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ახა­ლი წლის­თვის და ამ დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნის რა ტრა­დი­ცია აქვს. სა­უ­ბა­რი მისი საყ­ვა­რე­ლი კუ­თხი­დან - ქარ­თლი­დან და­ვი­წყეთ.

- ქეთი, შენი პერ­სო­ნა­ჟი - მთვა­რი­სა ქარ­თლშიც მოს­წონ­დათ?

- ქარ­თლე­ლე­ბის­გან მთვა­რი­სა-ლუ­ნას გამო არა­ნა­ი­რი აგ­რე­სია არ მიგ­რძვნია, მი­მი­ღეს, მო­ე­წო­ნათ. დღემ­დე ღი­მი­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით და თბი­ლად მხვდე­ბი­ან. ეს ხომ პერ­სო­ნა­ჟია... ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის და­მი­ცი­ნია. არც კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამო­მი­ღია მი­ზან­ში, მთვა­რი­სა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პერ­სო­ნა­ჟია.

- კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ხოვ­ლეა შენი წი­ნაპ­რის წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლი... ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი რო­გო­რი იყო იქ?

- მე­ხუ­თე კლა­სი კას­პში რომ და­ვამ­თავ­რე, იმ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და. როცა ქარ­თლში ვხვდე­ბო­დით ახალ წელს, ასე მკა­ფი­ოდ დე­ტა­ლე­ბი არ მახ­სოვს, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, თან დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე თბი­ლის­ში მოვ­დი­ო­დით ხოლ­მე. ნა­თე­სა­ვე­ბი თბი­ლის­ში გვყავ­და და მა­მას აქეთ მოვ­ყავ­დით. კას­პში დე­და­ჩე­მის მშობ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, სო­ფელ­ში - მა­მა­ჩე­მის და რამ­დენ­ჯერ­მე ძვე­ლით ახალ წელს იქ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თოდ, სო­ფელ­ში უფრო ძვე­ლით ახა­ლი წელს აღ­ნიშ­ნა­ვენ. თბი­ლის­ში რომ გად­მო­ვე­დით, მერე იქით ზა­ფხუ­ლო­ბით არ­და­დე­გებ­ზე ჩავ­დი­ო­დით.

- რა არის ეს კუ­თხე შენ­თვის?

- ქარ­თლი ზო­გა­დად, ჩემ­თვის მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბაა, ჩემი მშობ­ლე­ბი, მო­გო­ნე­ბე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბა. ყვე­ლა კუ­თხე მიყ­ვარს, მაგ­რამ ქარ­თლთან სხვა­ნა­ი­რი ბმა მაქვს და გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს.

- რო­გო­რე­ბი არი­ან ამ კუ­თხის ადა­მი­ა­ნე­ბი - რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დი მათ?

- ძა­ლი­ან კარ­გე­ბი, ემო­ცი­უ­რე­ბიც, იუ­მო­რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. კა­ხუ­რი იუ­მო­რიც მიყ­ვარს, გუ­რუ­ლიც, მაგ­რამ ჩვენ­კენ სხვა­ნა­ი­რად ხუმ­რო­ბენ, ამ ხალ­ხში რომ გა­ვი­ზარ­დე, შე­იძ­ლე­ბა, ასე ამი­ტომ ვფიქ­რობ. მე და ჩემს დას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოგ­ვწონს ქარ­თლე­ლე­ბის იუ­მო­რი. შორს რომ არ წა­ვი­დე, მა­მა­ჩემ­ზე ვი­ტყვი, უც­ბად სა­უ­ბარ­ში ისეთ რა­ღა­ცას იტყვის, სი­ცი­ლით გა­ი­გუ­დე­ბი, გე­გო­ნე­ბა მო­ი­ფიქ­რა, და­გეგ­მა და მერე თქვაო. არა­და, იმ წუ­თას, სი­ტუ­ა­ცი­უ­რად ამ­ბობს. ასე­ვე არი­ან იქა­უ­რი მე­ზობ­ლე­ბი, უმაგ­რე­სი ხალ­ხი, სა­ნა­თე­სა­ვო, - ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სი­ა­ლა­ლით, სი­ლა­ღით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

- მი­ი­წუ­რა 2022 წელი, რო­გორ აჯა­მებ მას?

- პი­რა­დად მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ვთქვა, რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში-მეთ­ქი, არა­ფე­რი. მე სა­ერ­თოდ, ვა­ფა­სებ და ვა­ჯა­მებ წლის ყო­ველ დღეს და ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ვარ კმა­ყო­ფი­ლი. ელე­მენ­ტა­რულ­ში ვპო­ვებ ბედ­ნი­ე­რე­ბას, - ბავ­შვო­ბი­დან ასე­თი ვარ. ელე­მენ­ტა­რულ რა­ღა­ცას ჩემ­თვის სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს. სა­ერ­თო ჯამ­შიც ხა­ლი­სი­ა­ნი და კარ­გი წელი იყო, ბედ­ნი­ე­რე­ბა არაა, ჩემს შვილს რომ ვუ­ყუ­რებ? მისი ხმა მეს­მის. აუ­ცი­ლებ­ლად გრან­დი­ო­ზუ­ლი რამ უნდა მოხ­დეს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა მას და­ვარ­ქვათ?

- მარ­თა­ლია. გრან­დი­ო­ზუ­ლია თა­ვად ყო­ვე­ლი დღე...

- დიახ და ეს არ არის ფორ­მა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი, მარ­თლა გუ­ლით და სუ­ლით ვა­ფა­სებ ყო­ველ დღეს და მად­ლი­ე­რი ვარ. იმე­დი მაქვს, შემ­დე­გი წე­ლიც ასე­თი­ვე იქ­ნე­ბა. მარ­ტო ჩემ­თვის კი არა, ყვე­ლას­თვის. გვერ­დით გა­ღი­მე­ბულ ადა­მი­ანს რომ ვხე­დავ, მეც მი­ხა­რია, რა­ტომ უნდა ვიყო მო­ღუ­შუ­ლი სა­ხით?!. მერე ის შენ­ზეც გად­მო­დის. ყვე­ლა მინ­და, რომ კარ­გად იყოს.

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ო­დია, ამ დღე­სას­წა­უ­ლის შე­სახ­ვედ­რად ყვე­ლა ემ­ზა­დე­ბა, რა­ღა­ცას ფუს­ფუ­სებს. რო­გორ ემ­ზა­დე­ბი და წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ რა ტრა­დი­ცი­ე­ბი გაქვს?

- რა­საც ახლა ვი­ტყვი, მკი­თხველ­მაც მინ­და, კარ­გად გა­ი­გოს, არ მინ­და ისე ეგო­ნოთ, სამ­ზა­რე­უ­ლოს არ ვე­კა­რე­ბი და არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ ვიცი. ყვე­ლაფ­რის მომ­ზა­დე­ბა ვიცი, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, გურ­მა­ნი არ ვარ, თან, სახ­ლში მარ­ტო მე და ჩემი შვი­ლი რომ ვართ და მთე­ლი დღე ორი­ვე სამ­სა­ხუ­რებ­ში, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა დი­დად სახ­ლში არ მი­წევს. სა­ა­ხალ­წლო­დაც არა­ნა­ი­რი სამ­ზა­დი­სი არ მაქვს.

- ნაძ­ვის ხე­საც არ დგამ?

- არ მო­მირ­თავს და არც მი­ყი­დია. ისიც არ ვიცი, ვი­ყი­დო თუ არა, თუ ვი­ყი­დი, ძა­ლი­ან პა­ტა­რას, სუ­ვე­ნი­რის მსგავსს. არ გა­იკ­ვირ­ვოთ და ნაძ­ვის ხის დად­გმის და მორ­თვის ტრა­დი­ცი­აც არ მაქვს, თით­ქოს ამის სა­ჭი­რო­ე­ბას დი­დად ვერ ვხე­დავ. ისე, სხვე­ბი ამას რომ აკე­თე­ბენ, მომ­წონს. რა მოხ­და თუ ნაძ­ვის ხე არ იქ­ნე­ბა სახ­ლში. არა უშავს, არ არის პრობ­ლე­მა - მე ამ სა­კითხს ასე ვუდ­გე­ბი. ასე­ვე ვარ სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. თუ გო­ზი­ნა­ყი და ტოლ­მა არ მექ­ნე­ბა, შემ­წვარ კარ­ტო­ფილს მი­ვირ­თმევ. შარ­შან ერთი ჭიქა „სა­ფე­რა­ვით“ შევხდი. მოკ­ლედ, სა­ჭი­როდ არ მი­მაჩ­ნია, რომ რამე გა­ვა­კე­თო.

- ალ­ბათ ესეც შენი ტრა­დი­ცი­აა...

- კი. ხომ შე­იძ­ლე­ბა, მე ასე­თი ტრა­დი­ცია მქონ­დეს? ბავ­შვო­ბა­შიც არას­დროს ჩავბმულ­ვარ ამ სამ­ზა­დი­სებ­ში. დიდი-დიდი ნაძ­ვის ხეზე ერთი სა­თა­მა­შო ჩა­მო­მე­კი­და. გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ჩემ­ში ნაძ­ვის ხის მორ­თვა არ იწ­ვევ­და და ალ­ბათ, იქი­დან მომ­ყვე­ბა ეს. ხომ ვამ­ბობ, ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავ.

- ახა­ლი წლის ღა­მეს სუფ­რას­თან არ ხვდე­ბი?

- არა, არა (იცი­ნის).

- შე­იძ­ლე­ბა და­ი­ძი­ნო კი­დეც?

- კი, რა თქმა უნდა, ახა­ლი წლის ღა­მეს, 1-ელის 10 წუთ­ზე ლო­გინ­ში ვწე­ვარ და ვი­ძი­ნებ. გა­თე­ნე­ბაც არ შე­მიძ­ლია, ვერ ვა­თე­ნებ. მე­ო­რე დღეს მო­წყვე­ტი­ლი ვარ, მირ­ჩევ­ნია, და­ვის­ვე­ნო. „ბათ­ქა-ბუთ­ქი“ რო­მაა ხოლ­მე, იმას ვე­გე­ბე­ბი, ფან­ჯრი­დან ვუ­ყუ­რებ, სურ­ვი­ლებს ჩა­ვი­ფიქ­რებ, მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია, კარ­გად არის და ამით კმა­ყო­ფი­ლი ვწვე­ბი და ვი­ძი­ნებ.

- ვინ­მე ახ­ლო­ბე­ლი დი­ა­სახ­ლი­სის­თვის ხომ არ გით­ქვამს, კარ­გი და­ის­ვე­ნე, რა არის ამ­დე­ნი თავი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბაო?

- ასე არ მით­ქვამს, რად­გან ის ადა­მი­ა­ნი იმი­ტომ შრო­მობს, რომ ასე უნდა და ეს მისი ტრა­დი­ცი­აა. უბ­რა­ლოდ, გაკ­ვირ­ვე­ბულს და გა­ოგ­ნე­ბულს მის­თვის მით­ქვამს, - ყო­ჩაღ შენ ქა­ლო­ბას, რომ ამ­დე­ნი და­სა­ხე­ლე­ბის კერ­ძის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი­დევ ფორ­მა­ში ყოფ­ნაც, სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა, გას­ტუმ­რე­ბა, მერე ჭურ­ჭლის და­რე­ცხვა და სახ­ლის და­ლა­გე­ბა... ასეთ ქა­ლებს ბრა­ვო, ბრა­ვო და კი­დევ ბრა­ვო! მათ ჩემ­გან დიდი მო­წი­წე­ბა, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. სა­ო­ცა­რი და სა­მა­გა­ლი­თო ქა­ლე­ბი არი­ან. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ. ისე, შე­უძ­ლე­ბე­ლიც რა არის? რომ მო­ვინ­დო­მო, შე­იძ­ლე­ბა მეც გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ არ ზის ჩემ­ში, ეს უნდა იყოს ადა­მი­ან­ში, რომ ამის გა­კე­თე­ბა შეძ­ლოს. მე ამას ვერ გა­ვა­კე­თებ. ეს მი­ნუ­სია თუ პლუ­სია, არ ვიცი...

- მეკვლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა აზრი გაქვს?

- 17 დე­კემ­ბერს ბარ­ბა­რო­ბას მე და ჩემი შვი­ლი 4 ოჯა­ხის მეკვლე ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია. მი­ვე­დით ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან და მი­ვუ­ლო­ცეთ. ჩვენ­თა­ნაც პირ­ვე­ლი ან ჩემი შვი­ლი შე­მო­დის სახ­ლში, ან მე - ასე ხდე­ბა ხოლ­მე. ის ხალ­ხი, ვინც ახა­ლი წლის ღა­მეს სა­ო­ცარ ჟრი­ა­მულ­ში, ქე­იფ­შია და გუ­გუ­ნებს, ამას რომ წა­ი­კი­თხავს, ალ­ბათ გა­ოც­დე­ბი­ან, - ეს რა ტრა­დი­ცი­ე­ბი ჰქო­ნია ქე­თი­სო, მაგ­რამ მო­სა­ტყუ­ა­რიც არა­ფე­რია, ასეა ჩემ­თან და რა ვქნა?!

შვილ­თან ერ­თად

 

- ახა­ლი წლის ღა­მეს არც ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­საც არ და­ეს­წრე­ბი?

- ერთ კორ­პო­რა­ცი­ულ­ზე ბა­თუ­ში უკვე ვი­ყა­ვი. 31-ში მე და ჩემს მე­გო­ბარს, შო­თი­კო ნო­ზა­ძეს ერ­თგან სა­ღა­მო მიგ­ვყავს და სახ­ლში გვი­ან მო­მი­წევს მოს­ვლა და ახ­ლა­ვე ვფიქ­რობ, და­მე­ძი­ნე­ბა თუ არა. მაგ­რამ რაც არის, ეგ არის.

- ახალ წელს ჩვენს მკი­თხველს, შენს მა­ყუ­რე­ბელს, მსმე­ნელს რას უსურ­ვებ?

- ჩემი სურ­ვი­ლია, პირ­ველ რიგ­ში მშვი­დო­ბა, მშვი­დო­ბის ფასი არა­ფე­რია ქვე­ყა­ნა­ზე. ამას­თან, ყვე­ლას, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვი­საც ვიც­ნობ, თუ არა, ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ. მთა­ვა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და მშვი­დო­ბაა და ამას ჩემს საყ­ვა­რელ ხალ­ხს, თი­თო­ე­ულს, ქალს, კაცს, მო­ხუცს, ბავ­შვს - ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ. ოჯა­ხებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბა და მშვი­დო­ბა ჰქონ­დეთ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!