შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიმსოფლიოამერიკაში ქალმა 14 წლის მოზარდი გააუპატიურა იმ ოთახში, სადაც მის ქმარ-შვილს ეძინა

ამერიკაში ქალმა 14 წლის მოზარდი გააუპატიურა იმ ოთახში, სადაც მის ქმარ-შვილს ეძინა

amindi
ქმარ-შვილიან ახალგაზრდა ქალს ფლორიდიდან, ჯასტის მერი მაკეის(Justice Maryie McKay) ბრალად ედება სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ. როგორც ირკვევა, 22 წლის ქალმა რამდენჯერმე იძალადა 14 წლის მოზარდზე. ყველაფერი დაიწყო ივლისის თვეში, როდესაც ახალგაზრდა ქალი ოჯახთან ერთად მოზარდთან სტუმრად იყო მისული დაბადების დღის აღსანიშნავად. როდესაც მისმა ქმარ-შვილმა დაიძინა, ჯასტის მერი მაკეიმ WhatsApp-ით გაუგზავნა მოზარდს შეტყობინება თხოვნით, მასთან ოთახში შესულიყო. ქალმა ბიჭუნას ჯერ კოცნა დაუწყო, შედეგ გახადა და მძინარე ქმარ-შვილის გვერდით დაამყარა მასთან ინტიმური კავშირი.

 

მეორე დღეს ქალმა მოზარდს უთხრა, რომ "მასთან ყოფნა სურს და არ შეუძლია იმის დავიწყება, რაც მოხდა". სამი კვირის შემდეგ ჯასტისი ავტობუსის გაჩერებაზე დახვდა ბიჭს, უთხრა, რომ სკოლაში წაიყვანდა, სინამდვილეში კი, სახლში წაიყვანა და მასთან სექსით დაკავდა. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე განმეორდა.

 

ინტიმური კავშირის დროს მაკეიმ ბიჭუნას სხეულზე მრავლობითი ნაკაწრები და ე.წ. "ზასოსები"დაუტოვა, რომელიც ბიჭუნას დედამ აღმოაჩინა. ამის შემდეგ დედამ ყველაფერი შეიტყო და პოლიციას აცნობა. მაკეი დააკავეს, თუმცა იგი ბრალს არ აღიარებს.
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!