33 წლის, მხატვარი მაია კუჭავა, სამშობიარო გართულების შემდგომ კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. მათი თქმით, მედიკოსებმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს, რის შედეგად ჩვილიც გარდაიცვალა.
“მაიკო, იყო არაჩვეულებრივი გოგო. ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდათ. ორსულად იყო, ცოლ-ქმარი სულ დადიოდნენ კონტროლზე და ყველაფერი ისე იყო როგორ უნდა იყოს ორსული ქალის შემთხვევაში. მე-8 თვეში იყო, წნევები დაეწყო და მივიდა ექიმთან, სადაც ჩვეულებრივ წნევის დამწევი მისცეს და გამოუშვეს სახლში, იმავე ღამეს კრუნჩხვებში ჩავარდა და კლინიკაში კვლავ შეიყვანეს, რატომღაც ექიმებმა იმ ღამითვე ამშობიარეს.
სამწუხაროდ ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ამის შემდგომ დედა კარგად იყო, მაგრამ ორი საათი გავიდა და კომაში ჩავარდა, თურმე გაჟონვა მიუღია და ექიმებმა ეს ვერ შეამჩნიეს. გაგიგიათ? ორსულს არანაირი ანალიზი არ აუღეს ისე ამშობიარეს სამი საათი აწვალებდნენ. აწვალეს, კი არ ამშობიარეს.
ამის შემდეგ ქმარმა გამოსტაცა კლინიკას გოგო ცოცხალ-მკვდარი და მე-8 კლინიკაში მიიყვანა, სადაც ლამის ერთი თვეა წევს რეანიმაციაში, მუშაობდა გული და აბა აპარატიდან გამორთავდნენ? ვინ გამორთავდა, როცა იმედი მაინც იყო სადღაც…თუმცა ეს ანგელოზი გოგო, თავის ანგელოზთან გაფრინდა ცაში. საქმე პოლიციაშია და იმედია დაადგენს ოჯახი სამართალს, გაგიგიათ ასე დაუდევრობას ეწირებოდნენ ადამიანები და ექიმებს არანაირი სასჯელი არ ეკისრებოდეს? იმედი გვაქვს ობიექტური გამოძიების”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.